სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ფარი 2016“ დასრულდა
საქართველო, თბილისი - 16:03 | 30.09.2016 ნანახია: 2496
ორფოლოს სამხედრო სასროლეთზე სამეთაურო საშტაბო სწავლება „ფარი 2016“ დასრულდა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის სარდალი, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ფარი 2016“-ის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა შალვა ჯაბახიძემ სამეთაურო პუნქტში საქართველოს თავდაცვის მინისტრს და გენერალური შტაბის უფროსს საინფორმაციო ბრიფინგი ჩაუტარა. ლევან იზორიამ და გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ სწავლების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
სამეთაური-საშტაბო სწავლებაში მონაწილე ქვედანაყოფებმა ასეულის ტაქტიკური ჯგუფის საველე ტაქტიკური საბრძოლო-საჩვენებელი სწავლება გამართეს. საველე სწავლებაში ჯავშანტექნიკა, ავიაცია და საარტილერიო დანადგარები იქნა მიზიდული.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ „ფარი 2016“-ში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს პირადად გაესაუბრა და სწავლების მაღალხარისხიანად ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა.
„ეს იყო ჩვენი, თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროების ერთობლივი წვრთნა. უწყებათაშორის ასეთი წვრთნა მანამდე პრაქტიკულად არ ჩატარებულა. ბუნებრივია თავდაცვის სამინისტრო ასეთ წვრთნებს პერიოდულად ატარებს, მაგრამ დღეს გვქონდა პირველი დღე როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ჩავატარეთ. მე მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა უწყების ხელმძღვანელს, ბატონ მინისტრს, მინდა ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს გადავუხადო მადლობა, იმიტომ რომ თქვენ ამ წვრთნებში მართლაც აჩვენეთ თქვენი პროფესიონალიზმი, აჩვენეთ კორდინაციის მაღალი ხარისხი და აჩვენეთ ის, რასაც ქვია სამშობლოსათვის თავდადება, ერთგულება, დიდი სიყვარული. თქვენით თავდაუზოგავი შრომით ჩვენი მოქალაქეები იქნებიან ყოველთვის უსაფრთხოდ არა მხოლოდ ქუჩებში, არამედ თუ საჭირო იქნება ბრძოლის ველზეც. დიდი მადლობა ყველას“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ.
სამხედრო სწავლება ქალაქ სენაკში, ვაზიანის და ორფოლოს პოლიგონებზე 30 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სწავლება სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის ხელმძღვანელობით ჩატარდა.
„ფარი 2016“ 3 ფაზას მოიცავდა. I ფაზა სწავლების დაგეგმვას ითვალისწინებდა. II ფაზაში სწავლებაში მონაწილე პირადმა შემადგენლობამ სასწავლო ოპერატიული ბრძანების გაცემა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის განხორციელება შეისწავლა. მეორე ეტაპი, ასევე II ქვეით და II საარტილერიო ბრიგადებთან JCATS-ის სიმულაციური სისტემებით სამეთაურო-საშტაბო სწავლებას მოიცავდა, ვაზიანისა და ორფოლოს პოლიგონებზე 31-ე და 22-ე ქვეითი ბატალიონების ასეულების ტაქტიკური ჯგუფების გასვლას და საბრძოლო სროლებით ტაქტიკური და შერწყმითი ვარჯიშების ჩატარებას. „ფარი 2016“-ის დასკვნითი, III ფაზა სწავლებაში მონაწილე ძალების 31-ე და 22-ე ქვეითი ბატალიონების ასეულების ტაქტიკური ჯგუფების მიერ საბრძოლო სროლებით დასრულდა.
სწავლების მიზანი სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის შტაბის და დაქვემდებარებული ქვედანაყოფების შტაბების მართვისა და კონტროლის პროცედურების სტანდარტიზაციას მოიცავდა, ასევე ქვედანაყოფების საბრძოლო მომზადების შეფასებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს დასავლეთ საქართველოს რეგიონში განლაგებულ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტთან, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტთან, სამხედრო პოლიციის ბატალიონთან და სპეციალური ოპერაციების ძალებთან კოორდინაციისა და ურთიერთმოქმედებების გაუმჯობესებას ითვალისწინებდა.
სწავლებაში სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის ქვედანაყოფები, გენერალური შტაბს დაქვემდებარებული სარდლობების ქვედანაყოფები, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა II სამმართველოს ქვედანაყოფი, სასაზღვრო პოლიციის და სანაპირო დაცვის დეპარტამენტები მონაწილეობდნენ.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















