მარიხუანას პირადი მოხმარებისთვის პატიმრობა გაუქმდა
საქართველო, თბილისი - 17:10 | 29.09.2016 ნანახია: 1788
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა უზენაესი სასამართლოს წარდგინებაზე, რომელიც მარიხუანას გამეორებითი მოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას ეხებოდა, განჩინება გამოაცხადა.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ის ნორმატიული აქტი, რომელიც ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარებისთვის სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციულ სახედ შეფარდებული ან ნასამართლევი პირის მიმართ.
როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მრჩეველმა გიორგი ლომთაძემ განაცხადა, აღნიშნული განჩინების გამოტანის დროს საკონსტიტუციო სასამართლო ბექა წიქარიშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას დაეყრდნო.
„საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვითაც, პირადი მოხმარების მიზნით, განმეორებით მსჯავრის დადება მარიხუანას პირადი მომხმარებლისთვის სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას არის არაკონსტიტუციური, ვინაიდან როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს ადრე მიღებულ გადაწყვეტილებაში არის ცნობილი, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირისათვის სისხლის სამართლის დანაშაულისათვის პასუხისმგებლობის სახით თავისუფლების აღკვეთის დაკისრება მარიხუანას პირადი მოხმარებისთვის 70 გრამამდე შეძენა-შენახვის ქმედება არის არაკონსტიტუციური, რადგან ის წარმოადგენს არაპროპორციულ არაჰუმანურ სასჯელს“, - აღნიშნა გიორგი ლომთაძემ.
საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება არსებითი განხილვის გარეშე მიიღო.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















