ბათუმში 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო “EUPHORIA” გაიხსნა

საქართველო, თბილისი - 16:35 | 28.09.2016
ნანახია: 2077

ბათუმში კიდევ ერთი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო “EUPHORIA” გაიხსნა.
საზეიმო ლენტი საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა,აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და შპს "მეტრო ატლას ჯორჯიას" დამფუძნებელმა გალიფ ოზთურქმა გაჭრეს.

ახალ ბულვარში მდებარე სასტუმრო “EUPHORIA” 100 მილიონი დოლარის ინვესტიციაა აჭარაში. 415 ნომრიან სასტუმროში რეგიონში ყველაზე დიდი 1500 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი განთავსდა. პროექტი 600 მოქალაქის დასაქმებას ითვალისწინებს. 14 სართულიან შენობაში კაზინო, ღია და დახურული საცურაო აუზები ფუნქციონირებს.
სასტუმრო “EUPHORIA“ საქართველოში პირველი „all inclusive“ სასტუმროა.
ოფიციალურ ცერემონიას ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე