მილანში მსოფლიოში ყველაზე გრძელი ბაგეტი გამოაცხვეს

საქართველო, თბილისი - 14:49 | 19.10.2015
ნანახია: 2039

მილანში მსოფლიოში ყველაზე გრძელი ბაგეტი გამოაცხვეს. ფრანგი და იტალიელი მცხობელები მილანში Milan Expo-ს გამოფენაზე გაერთიანდნენ, მათ 122-მეტრიანი ბაგეტი გამოაცხვეს, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში შევიდა.

როგორც The Guardian-ი წერს, მზრეულები შვიდი საათის განმავლობაში მუშაობდნენ. მათ მუშაობას ხელს უშლიდა ის, რომ ისინი ბაგეტს ღია ცის ქვეშ, ცივ ამინდში აცხობდნენ.

სურნელოვან რეკორდსმენ-ბაგეტს ზემოდან შოკოლადის პასტა წაუსვეს, ასობით ბუტერბროდად დაჭრეს და სტუმრებს დაურიგეს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე