ფინანსთა სამინისტრომ მუშაობის სამი წელი შეაჯამა
საქართველო, თბილისი - 12:49 | 19.10.2015 ნანახია: 2304
,,საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის“ პროექტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საზოგადოებას სამინისტროს სამი წლის მუშაობის შედეგებს გააცნობს.
2013-2015 წლებში, სახელმწიფო ბიუჯეტის სწორი გადანაწილებით, შეიცვალა სახელმწიფო ბიუჯეტის სტრუქტურა და ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი ერთი მხრივ, დაიგეგმა სოციალური პროგრამების ზრდის მიმართულებით, ხოლო მეორე მხრივ, ისეთი პროექტების დაფინანსებით, რომელიც საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და სტაბილურობას. სამი წლის განმავლობაში, ფინანსთა სამინისტრომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერის მიმართულებით.
- ბიუჯეტის ეფექტიანობის ზრდის, მისი გამჭვირვალობის უზრუნველყოფისა და სახელმწიფო ფინანსების მართვის კუთხით
საჯარო ფინანსების მართვის ეფექტურობისა და ეფექტიანობის გაზრდისა და სახელმწიფო ფინანსების აღრიცხვის გაუმჯობესების მიზნით, 2015 წლის 1 იანვრიდან განხორციელდა ავტონომიური რესპუბლიკების, მუნიციპალიტეტების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების და ა(ა)იპ-ების ბიუჯეტების სახელმწიფო ფინანსების მართვის ერთიან საინფორმაციო სისტემაში ინტეგრირება და სახაზინო მომსახურებაზე გადმოყვანა. შემუშავდა და დაინერგა საჯარო ფინანსების მართვის სისტემა (PFMS) და ერთიან სისტემაში მოექცა საბიუჯეტო პროცესის დაგეგმვისა და მისი აღსრულების მთლიანი ციკლი.
გატარებული რეფორმების შედეგად ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის (The International Budget Partnership) მიერ გამოქვეყნებული „ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევა 2015“ (Open Budget Survey 2015) შედეგებით, საქართველომ 66 ქულით მე-16 ადგილი დაიჭირა მსოფლიოს 102 ქვეყანას შორის, რითაც მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა პოზიციები 2012 წლის ანალოგიურ კვლევასთან შედარებით (2012 წლის ინდექსის თანახმად 33-ე ადგილი) და საქართველო მოექცა მნიშვნელოვნად გამჭვირვალე ქვეყნებს შორის.
- სახელმწიფო ვალის მართვა და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა
მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ვალი გამოირჩევა მდგრადობით. სახელმწიფო ვალის 78% უცხოურ ვალუტაშია და შეღავათიანია. გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები მთავრობის ვალის მართვის პოლიტიკის გაუმჯობესების კუთხით. ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე ნახევარწლიური პერიოდულობით ქვეყნდება დეტალური სტატისტიკური ბიულეტენი სახელმწიფო ვალის შესახებ, ასევე ინფორმაცია საგარეო სესხებით დაფინანსებულ პროექტებზე.
საქართველო აფართოებს თავის, როგორც რეგიონული ცენტრის მნიშვნელობას. 3 წლის მანძილზე ქვეყანამ უმასპინძლა არაერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებას:
- 2015 წლის 13-15 მაისს, საქართველომ წარმატებით უმასპინძლა მაღალი რანგის ისეთ საერთაშორისო ღონისძიებას, როგორიცაა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა და ბიზნეს ფორუმი. ასევე წელს, თბილისში, 24-25 აგვისტოს გაიმართა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მთავარი მომლაპარაკებლების შეხვედრა, სადაც ბანკის დამფუძნებელი წევრების მიერ კონსესუსის გზით შერჩეული იქნა ბანკის პირველი პრეზიდენტი. ბანკში საქართველოს გაწევრიანება, ქვეყანას საშუალებას აძლევს დამატებითი რესურსი მოვიზიდოთ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის.
- 2013 წლის მაისის გაიმართა მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ჰოლანდია-ბელგიის ჯგუფის წევრი ქვეყნების ყოველწლიური შეხვედრა (Constituency Meeting).
- 2014 წლის აპრილში, აზიის განვითარების ბანკთან (ADB) ერთად საქართველოში პირველად ჩატარდა „სახელმწიფო ვალის მართვის რეგიონალური ფორუმი“. ფორუმში მონაწილეობა მიიღეს ADB-ს წევრი ქვეყნების უმეტესობამ, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა და იმ კომპანიების წარმომადგენლებმა, ვისაც გამოცდილება აქვს ვალის მართვის სფეროში.
თბილისში გაიმართა შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) წლიური შეხვედრა და ბიზნესფორუმი. თბილისში დაფუძნდა ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონული ოფისი, რომელმაც უკვე დაიწყო ფუნქციონირება.
- ლიბერალიზაციის მიმართულებით განხორციელებული საკანონმდებლო ინიციატივები:
კერძო საკუთრების დაცვის, სტაბილური და გამჭვირვალე საგადასახადო გარემოს შექმნის მიზნით, 3 წლის განმავლობაში განხორციელდა მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის საფუძველზე შეიქმნა გადამხდელთათვის უფრო მოქნილი საგადასახადო რეჟიმი. ბიზნესის დაწყებისა და განვითარების ხელშეწყობისთვის შემსუბუქდა მთელი რიგი საგადასახადო ვალდებულებები.
- საგადასახადო და საბაჟო მიმართულებით განხორციელებული რეფორმები
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის ფარგლებში მიმდინარეობს საბაჟო პროცედურების EU-ს სტანდარტთან მიახლოება, ხორციელდება ტვინინგის პროგრამები, დაინერგა რისკზე დაფუძნებული აუდიტი, Smart Phone აპლიკაცია, www.VOICE.RS.ge - მხედველობა დაქვეითებულ პირთათვის, მოქმედებს ლიცენზიების, ნებართვების, სერტიფიკატების ერთიანი ელექტრონული სისტემა. შესაძლებელია პრობლემურ საკითხებზე წინასწარი გადაწყვეტილების მიღება, გადამხდელებს აქვთ საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობა, გამარტივდა საგადასახადო კონტროლის შედეგების გასაჩივრების პროცედურები.
- ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტები
საგამოძიებო სამსახურის მიერ 2013-2015 წლებში (9თვე) გაწეული საქმიანობის შედეგად გამოვლენილი იქნა 2 ათასზე მეტი სამართალდარღვევის ფაქტი. საგამოძიებო სამსახურის ძირითად მიმართულებას წარმოადგენდა სამეწარმეო და ფისკალურ სფეროში ჩადენილ დანაშაულობათა გამოვლენა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა.
- ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს პორტალი eauction.ge
2013-2015 (9 თვე) წლებში სააგენტოს მიერ სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული და განსაკარგავად გადაცემული ქონების რეალიზაციის შედეგად შემოსავალმა შეადგინა 14 287 988 ლარი.
- საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ღია და საჯარო მმართველობისთვის
სხვადასხვა ფორმატში იმართება შეხვედრები მედიის წარმომადგენლებთან. ეწყობა ტრადიციული ტურები ჟურნალისტებისთვის. აღნიშნულ ფორმატი მათ საშუალებას აძლევს ადგილზე გაეცნონ საბაჟო-გამშვებ პუნქტების, გაფორმების ეკონომიკური ზონებისა და მომსახურების სერვის-ცენტრების მუშაობას. განახლდა ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი, რომელზეც ხელმისაწვდომია სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია. მოქმედებს ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებრივი მისაღები. ამოქმედების დღიდან, მოქალაქეთა მისაღები მოემსახურა 5000-მდე მოქალაქეს.
- საჯარო ფინანსების ინტეგრირებული სისტემის მართვა და ახალი ელექტრონული სერვისები
ერთიან სისტემაში მოექცა საბიუჯეტო პროცესის დაგეგმვისა და მისი აღსრულების მთლიანი ციკლი. ამოქმედდა სრულიად განახლებული ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემა, ელექტრონული აუქციონის სრულიად განახლებული ვერსია, საქართველოში პირველად დაინერგა eCloud - ღრუბლოვანი გამოთვლითი ტექნოლოგიების სრულფასოვანი მომსახურება. ფინანსთა სამინისტროში მუდმივად იქმნება ახალი ელექტრონული სერვისები ბიზნესისათვის, მოსახლეობისათვის და სახელმწიფო მოხელეთათვის.
- ინფრასტრუქტურული პროექტები:
გრძელდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბაჟო და საგადასახადო ინფრასტრუქტურის მოწყობა. გადამხდელთა სწრაფი, ეფექტური და კვალიფიციური მომსახურების დონის ამაღლების მიზნით. 18 ოქტომბერს, თურქეთ-საქართველოს საზღვარზე, გაიხსნა ახალი საბაჟო-გამშვები პუნქტი „კარწახი,“ რომლის ამოქმედება ხელს შეუწყობს რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქართული მხარის პარალელურად, ახალი საბაჟო ინფრასტრუქტურა „ჩილდირ/აქთაში“ ააშენა და გახსნა თურქეთმაც. ახალი საბაჟო-გამშვები პუნქტების ამოქმედება, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიების გავლით საერთაშორისო მიმოსვლის განვითარებაში.
- სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლი
გაიზარდა შიდა აუდიტორთა კომპეტენცია და არსებული მეთოდები/მიდგომები, გაძლიერდა და სტრუქტურულად დაიხვეწა ჰარმონიზაციის ცენტრი, მიმდინარეობს სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის მდგრადი და ეტაპობრივი განვითარება. ევროკომისიის საბიუჯეტო დირექტორატმა დადებითად შეაფასა აღნიშნულ დარგში არსებული პროგრესი და მხარდაჭერა აღუთქვა რეფორმის განვითარებას.
- ფინანსთა სამინისტროს საგანმანათლებლო პროექტები
2013-2015 წლებში 40-მდე სხვადასხვა თემისა და მოდულის ფარგლებში, სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში გადამზადდა 7 200-მდე ადამიანი. აკადემია აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობას სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან და უწყებასთან, რომელთა ექსპერტების უშუალო მონაწილეობით გაიმართა არაერთი ტრეინინგი და რეგიონალური სასწავლო კურსი. აკადემიის პოპულარიზაციის, ცნობადობის გაზრდის და მომხმარებელთა ლოიალობის შენარჩუნების მიზნით, შემუშავდა მობილური ტელეფონის აპლიკაცია, რომელიც არსებულ და პოტენციურ მსმენელებს გააცნობს აკადემიის მიერ შეთავაზებულ სერვისებს.
- ფინანსთა სამინისტროს მონაწილეობა სოციალურ პროექტებში
ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართულები სოლიდარობის აქციაში. 3000-მდე თანამშრომლისგან სოლიდარობის ფონდში ყოველთვიურად ირიცხება 9121 ლარი. აღსანიშნავია, რომ ფინანსთა სამინისტრომ სოლიდარობის ფონდის განსაკუთრებული მხარდაჭერისათვის სპეციალური ჯილდო მიიღო. სამინისტრომ მადლობის სერტიფიკატი ოთხ ნომინაციაში გადაეცა და ფონდის საქმიანობის განსაკუთრებული ხელშეწყობის კუთხით 3 სახელმწიფო უწყებას შორის მოხვდა.
პოლიტიკა
- ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მიმართავს
- კახა, ნუ ნერვიულობ, ჩვენ ხალხთან მისვლა არ გვიჭირს, ეს შენთვის არის წარმოუდგენელი ქუჩაში დაცვის გარეშე გასვლა - გიორგი ვაშაძე კალაძეს
- არცერთ პარტიას არ აქვს უფლება, თავი გამოაცხადოს ოპოზიციის ან საპროტესტო მოძრაობის ერთადერთ წარმომადგენლად ან ერთპარტიულ თუ ერთპიროვნულ ლიდერად - "ოპოზიციის ალიანსის" 8 პარტია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე
- პარტიების აკრძალვის მოთხოვნით წამოიწყეს სახიფათო თამაში, თავადვე არიან აბლანდულები და თავგზა აუბნიეს ივანიშვილსაც, არ იციან, როგორ უნდა გაგრძელდეს და როგორ დასრულდეს ეს პროცესი - გიორგი სიორიძე
საზოგადოება
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
- საქართველოში 15-17 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
- დღეს აღვნიშნავთ ქართული ენის სილამაზეს, უნიკალურობას, დედაენის დღეს ვულოცავთ ქართველ მეგობრებს - აშშ-ის საელჩო
სამართალი
- რაჭაში დააკავეს პირი, რომელმაც სტუმრად ყოფნისას, ცოლ-ქმარს ცივი იარაღის მუქარით მათ სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის გადაფორმება და თანხა მოსთხოვა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და მიიმალა
- არასრულწლოვნები თბილისში სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს ძარცვავდნენ, ერთ-ერთმა, ასევე, გაძარცვა ტაქსის მძღოლი და მის ნივთებს, მათ შორის საბანკო ბარათებს დაეუფლა - დაკავებულია 4 პირი
- ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
- დააკავეს არასრულწლოვანი, რომელიც თანამზრახველთან ერთად, თბილისში მდებარე სხვადასხვა მაღაზიათა ქსელში წინასწარი შეთანხმებით შედიოდა - ძალის გამოყენებით, ჯამში 6000 ლარამდე თანხა გაიტაცეს
მსოფლიო
- ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰეზბოლამ“ გასულ ღამეს ისრაელზე იერიში მიიტანა, რის შემდეგაც საპასუხო დარტყმები განახორციელეს
- ერთ დღეს, უკრაინაში, ეს ომი დასრულდება და ისტორია იკითხავს, ვინ რა გააკეთა, ვინ იმოქმედა და ვინ აირჩია სიმამაცე, უკრაინამ უკვე გასცა პასუხი - პრინცი ჰარი
- ევროკავშირი, ვიქტორ ორბანის წასვლის შემდეგ, უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების პროცესს აჩქარებს - Politico
- ისრაელი ელოდება აშშ-ის მწვანე შუქს, რათა ირანი "ქვის ხანაში" დააბრუნოს - ისრაელ კაცი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Premium Machinery Armenia ქართულ-სომხური ბიზნესასოციაციის პრეზენტაციაზე
- ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკული შედეგები: როგორ ცვლის „თეგეტა ჰოლდინგი“ იურიდიულ პროცესებს Lawformer-თან პარტნიორობით
- Tegeta Comfort - დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
- Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















