საქართველოს პრეზიდენტმა ქართველი სამხედროები ავღანეთში გააცილა
საქართველო, თბილისი - 12:11 | 26.09.2016 ნანახია: 2392
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვაზიანის IV მექანიზებული ბრიგადის ბაზიდან, ქართველი სამხედროების ავღანეთში გაცილების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის და V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები, ასევეეროვნული გვარდიისა და სამხედრო პოლიციის ოცეულები გაემგზავრებიან. ქართველი სამხედროები საერთაშორისო სამშვიდობო მისიას 7 თვის განმავლობაში შეასრულებენ.
საქართველოს პრეზიდენტმა ქართველ სამხედროებს სიტყვით მიმართა, ღირსეული სამსახური და მშვიდობით სამშობლოში დაბრუნება უსურვა.
„დღეს ჩვენ ამაღელვებელ ცერემონიალზე ვიმყოფებით. დღეს, ქართული შეიარაღებული ძალების კიდევ ერთი ნაწილი მიდის საერთაშორისო მისიის შესასრულებლად ავღანეთში.
თქვენ შორის არიან ადამიანები, რომლებსაც უკვე გამოუვლიათ ავღანეთის მძიმე სკოლა. თქვენ იქნებით იქ თანამებრძოლები და თქვენ იქნებით იქ ერთად იმისთვის, რომ დაიცვათ გლობალურისიმშვიდე და უსაფრთხოება.
თქვენ გააგრძელებთ ათასობით ქართველის ტრადიციას, ვინც ბოლომდე ემსახურა თავისი ქვეყნის და გლობალური უსაფრთხოების მიზნებს.
დღეს, როდესაც თქვენ გაცილებთ, გული გვევსება სიამაყით იმიტომ, რომ ამდენი გამორჩეული გმირი გვყავს ასეთ პატარა ქვეყანას.
ამავე დროს, ჩვენ ვიფიქრებთ თითოეულ თქვენთაგანზე ყოველ დღე. ვიფიქრებთ იმისთვის, რომ თქვენ მშვიდობით შეასრულოთ თქვენი მისია და დაგვიბრუნდეთ სამშობლოში.
დაგვიბრუნდეთ კიდევ უფრო ძლიერები, კიდევ უფრო გამოცდილები და დაგვიბრუნდეთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო სტაბილური იყოს ჩვენი ქვეყანა.
ჩვენ ქართველებმა, რომლებმაც ათეულობით საუკუნე სწორედ ბრძოლით შევინარჩუნეთ ჩვენი სამშობლო, კარგად ვიცით მშვიდობის ფასი. ამასთან ერთად, ჩვენ ვიცით, რომ მშვიდობას ძალიანდიდი მუშაობა უნდა და ამ მუშაობის ნაწილი ხართ თქვენ დღეს.
დაგილოცავთ გზას, იცოდეთ, რომ მეც და საქართველოს თითოეული მოქალაქეც მადლობელია თქვენი ღვაწლისთვის და მალე გელით უკან, სამშობლოში.
ღმერთი გფარავდეთ თქვენ და საქართველოს!" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ქართველი სამხედროების გაცილებისას.
ქართველი სამხედროების ავღანეთში გაცილების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ, თავდაცვის მინისტრმა ლევანიზორიამ, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფასმა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა, საქართველოსპრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა, პრეზიდენტის მრჩეველმა ვეტერანთა საკითხებში ალექსანდრე ბარბაქაძემ და ეროვნული უშიშროეობის საბჭოს მდივნის მოადგილემთეონა აქუბარდიამ.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















