,,უი, 5%-ზე ჩამოსულა ჩემზე გადაღებული საშინელებათა პორნოფილმი" - სააკაშვილი ,,ჰეროკრატიაზე"

საქართველო, თბილისი - 18:01 | 19.09.2016
ნანახია: 2162

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი გოგა ხაინდრავას ფილმს, რომელიც ,,ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდ ეხება, სოციალური ქსელით ეხმაურება.

"უი, 5%-ზე ჩამოსულა ჩემზე გადაღებული საშინელებათა პორნოფილმი. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ ყოველი მე-20 ტელემაყურებელი იწუხებს თავს მისი ყურებით. ოლიგარქმა სასწრაფოდ ახალი კომპრომატი უნდა "გააძროს" "ოცნების" დარჩენილი ელექტორატის მობილიზაციისათვის. ისე, ეს 40 მილიონი თუნდაც საკუთარი მომხრეებისათვის რომ დაერიგებინა, ეგეც მადლი იქნებოდა.

ჩვენი პერიოდი, საქართველოს ისტორიაში, დარჩება როგორც სწრაფი მოდერნიზაციის, აღმშენებლობისა და თანამედროვე სახელმწიფოს შექმნის ეპოქა. ბოლო 4 წლის გაუგებრობა, კი მართლაც, როგორც რუსები იტყვიან ХЕРократия იყო”, - წერს მიხეილ სააკაშვილი.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე