სამხედრო ქალაქში საცხოვრებელი ბინა კიდევ 90-მა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო
საქართველო, თბილისი - 11:52 | 19.09.2016 ნანახია: 2403
ვარკეთილში მდებარე სამხედრო ქალაქში საცხოვრებელი ბინა კიდევ 90-მა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო.
მათგან 10 სამხედრო მოსამსახურეს ახალი ბინის გასაღები თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ გადასცა და ახალ მობინადრეებს საცხოვრებელი ფართის მიღება მიულოცა.
თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებთან ერთად საცხოვრებელი კორპუსიც დაათვალიერა.
აბაშვილის ქუჩის N3-ში მდებარე სამხედრო ქალაქის V, VI, IX, X კორპუსებში საცხოვრებელი ბინა ამჯერად 90 მოქმედ და ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს გადაეცა.
ბინების განაწილება კენჭისყრის მეშვეობით განხორციელდა. ბინების გადაცემის ცერემონიალს სამხედრო მოსამსახურეები ოჯახის წევრებთან ერთად დაესწრნენ.
„სამხედრო მოსამსახურეებისთვის საცხოვრებელი ბინების სამსახურეობრივ სარგებლობაში/საკუთრებაში გადაცემისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ თავდაცვის მინისტრის 04/04/2014 წლის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა კომისიამ გადაწყვეტილების მიღების დროს 04/04/2014 წლის და 26/06/2016 წლის ბრძანებებში განსაზღვრული კრიტერიუმებით იხელმძღვანელა. ამ ეტაპზე კომისიამ საცხოვრებელი ფართით ის პირები დააკმაყოფილა, რომლებმაც იმსახურეს და დაასრულეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 19 მარტის ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტი. რადგან გასანაწილებელი ბინების რაოდენობა შეადგენდა 90-ს, კომისიამ ამ ეტაპზე 1019 კაციდან პირველი 400 პირის მონაცემი დაამუშავა და 90 პირი შეარჩია.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეების შერჩევისას კომისიის წევრებმა შემდეგი კრიტერიუმები გაითვალისწინეს: ნამსახურობის წლები, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობის დაზიანება და გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, სოციალურად დაუცველის სტატუსი; მრავალშვილიანის სტატუსი და ა.შ.
მინისტრის ბრძანების თანახმად, ყველა კრიტერიუმს გარკვეული ქულა შეესაბამება. სამხედრო მოსამსახურეების შერჩევაც სწორედ ქულათა ჯამის თანმიმდევრობის შესაბამისად მოხდა. სამხედრო ქალაქის ახალ მობინადრეებს შორის ოთხ სამხედრო მოსამსახურეს შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე შვილი ჰყავს, ხოლო სამს - ოთხი და მეტი შვილი.
საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებზე ბინების საკუთრებაში გადაცემის პროცესი 2013 წელს დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს საცხოვრებელი ბინით (არაუმეტეს 40 კვ.მ) დაკმაყოფილების ვალდებულება აქვს 2045 ფიზიკურ პირთან, რომლებმაც იმსახურეს და დაასრულეს კონტრაქტი. თავდაცვის სამინისტრომ ვალდებულება უკვე შეასრულა 996 პირთან. რეკომენდაციებისა და შუამდგომლობების შესრულების შემდეგ, ბინით დაკმაყოფილების ვალდებულება თავდაცვის სამინისტროს დარჩება 930 ყოფილ და მოქმედ სამხედრო მოსამსახურესთან.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















