თბილისში ფრანგული ბრენდის ჰიპერმარკეტი გაიხსნა
საქართველო, თბილისი - 15:57 | 15.09.2016 ნანახია: 1843
თბილისში ცნობილი ფრანგული ბრენდის, BRICORAMA-ს სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი გაიხსნა. მარშალ გელოვანის გამზირზე 6 000 კვ.მ. ფართობზე განთავსებული სავაჭრო ცენტრის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია და საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე დაესწრნენ.
როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა კომენტარში აღნიშნა, ეს არის პირველი ჰიპერმარკეტი, რომელიც ფრანგულმა ბრენდმა ევროპის კავშირის გარეთ გახსნა. „კომპანია ევროპის მასშტაბით ფლობს 200 ჰიპერმარკეტს და ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბრენდია ამ მიმართულებით. ჰიპერმარკეტში ძირითადად წარმოდგენილია სამშენებლო-სარემონტო პროდუქცია, რომელიც ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ გავიუმჯობესოთ ჩვენი ცხოვრება. ამ პროექტში განხორციელდა 20 მილიონი ლარის ინვესტიცია და დასაქმდა 90-ზე მეტი ადამიანი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ 2015 წლის მეორე კვარტალთან შედარებით 2016 წლის მეორე კვარტალში ვაჭრობაში 10%-ით მეტი ადამიანი დასაქმდა. დღეს ვაჭრობაში 153 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, ხოლო 2015 წელთან შედარებით 14 000-ით მეტი ადამიანი. ეს არის დადასტურება იმისა, თუ სად იქმნება ვაჭრობაში ადგილები და როგორ მიდის საქართველო წინ“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
„ბრიკორამას“ წარმომადგენლების ინფორმაციით, ჰიპერმარკეტი არის “აკეთე შენით” ე.წ. DIY (do-it-yourself) კონცეფციის, რაც განსაკუთრებულად უმარტივებს მომხმარებელს აშენების, რემონტის, სახლისა და ეზოს მოწყობის პროცესს. მათი განცხადებით, ჰიპერმარკეტში ნაყიდი მასალებით ყველას აქვს შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა საკუთარი „საოცნებო სივრცის“ შექმნაში. ჰიპერმარკეტის ძირითადი მიმართულებებია: სამშენებლო და სარემონტო მასალები, ელექტროობა, სანტექნიკა და აქსესუარები, მოსაპირკეთებელი მასალა, იატაკი და ფილები, შპალერი, ელექტრო და ხელის ინსტრუმენტები, ლაქ-საღებავები, განათება, ეზოს ავეჯი, ეზოსა და ბაღის მოვლისა და მოწყობის საშუალებები, დეკორაცია და ასევე, მრავალი სხვადასხვა კატეგორიის პროდუქტის ფართო არჩევანი.
„ბრიკორამამ“ პირველი მაღაზია 1975 წელს გახსნა საფრანგეთში და დღეს ის ევროპის მასშტაბით უკვე 200-ზე მეტი ჰიპერმარკეტის მფლობელია. აღსანიშნავია, რომ ჰიპერმარკეტი თბილისში ფრანგულის ზუსტი ანალოგია. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ ბრენდის შემოსვლით ევროსტანდარტის პროდუქცია გაცილებით ხელმისაწვდომი ხდება საქართველოს მოსახლეობისთვის და, რაც მთავარია, ყველა საფასო კატეგორიის მომხმარებელი შეძლებს, რომ იპოვოს მისთვის სასურველი პროდუქტი.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















