2017-2018 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალური საფეხბურთო მატჩი კიევში გაიმართება

საქართველო, თბილისი - 15:46 | 15.09.2016
ნანახია: 2360

2017-2018 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალური საფეხბურთო მატჩი კიევში გაიმართება. შესაბამისი გადაწყვეტილება ევროპის ფეხბურთის ასოციაციების კავშირმა (უეფა) ათენში გამართულ სხდომაზე მიიღო.

უკრაინის საფეხბურთო ფედერაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით თანახმად, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალი ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება.

უკრაინის საფეხბურთო ფედერაციის პრეზიდენტმა უეფა-ს გადაწყვეტილებას "თითოეული უკრაინელის გამარჯვება" უწოდა.

კიევს საფეხბურთო ტურნირების მასპინძლობის გამოცდილება უკვე აქვს. 2012 წელს უკრაინის დედაქალაქში ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩები, მათ შორის ფინალური თამაში, გაიმართა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე