ცნობილი როკ-მუსიკოსის ბაჩი ქიტიაშვილის სახელობის ფესტივალი გაიმართება

საქართველო, თბილისი - 13:47 | 14.09.2016
ნანახია: 1870

ქალაქ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, ასოციაცია „ჯადოსნური ხმები" ამა წლის 15 სექტემბერს 1700 საათზე კლუბ „ტრიუმფში" (ქ.თბილისი, ა.წერეთლის 116) ატარებს ლეგენდარული როკ-ჯგუფის „ბერმუხას" დამაარსებლის და გიტარისტის, ბაჩი ქიტიაშვილის სახელობის როკ-ფესტივალს.

მსმენელის წინაშე 10 როკ-ჯგუფი წარდგება და ისინი შეასრულებენ მხოლოდ ორ-ორი ნაწარმოების ქართულ ვერსიას. იდეის ავტორი და წამყვანი გახლავთ ნუგზარ კვაშალი, ჟიურის თავმჯდომარეა ასევე ცნობილი როკ-ჯგუფის „ოკეანის" გიტარისტი კაკო ვაშალომიძე.

აღნიშნული ფესტივალის ჩატარება ყოველწლიურად იგეგმება, რაც ხელს შეუწყობს როკ მუსიკის პოპულარიზაციასა და ახალბედა შემსრულებლების/ბენდების წარმოჩენას.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე