სააპელაციო სასამართლომ „ასავალ-დასავალი" ცილისწამებაში დამნაშავედ ცნო
საქართველო, თბილისი - 11:13 | 14.09.2016 ნანახია: 2062
თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა „თიბისი ბანკის" და მამუკა ხაზარაძის სარჩელი გაზეთ „ასავალ-დასავალის", მისი რედაქტორისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ და დააკისრა ფულადი ჯარიმა - 6000 ლარი - ცილისწამებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის.
საქმე ეხება ბანკსა და გაზეთს შორის ჯერ კიდევ ორი წლის წინ დაწყებულ სასამართლო დავას, რომელიც „ასავალ-დასავალის" მიერ ცილისმწამებლური მასალების გამოქვეყნებას მოჰყვა.
თიბისი ბანკმა საქალაქო სასამართლოს სარჩელით 2014 წლის 21 თებერვალს მიმართა. ბანკი და მისი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე „ასავალ-დასავალის" მიერ გამოქვეყნებული ცრუ ინფორმაციის უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვდნენ.
ერთწლიანი განხილვის შემდეგ 2015 წლის 11 მარტს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა „თიბისი ბანკის" და მამუკა ხაზარაძის სარჩელი და გაზეთს მის მიერ გამოქვეყნებული სტატიების იმავე გვერდებზე უარყოფა დაავალა.
ამის შემდეგ „ასავალ-დასავალმა" კვლავ გააგრძელა ბანკისა და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ ცილისმწამებლური მასალების გამოქვეყნება, რასაც "თიბისი ბანკმა" და მამუკა ხაზარაძემ სააპელაციო საჩივრით უპასუხეს.
სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გაზეთის მიერ ცრუ ფაქტების გავრცელებით პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის შესახებ და დამატებით „ასავალ-დასავალს", მის რედაქტორსა და ჟურნალისტებს სოლიდარულად 6 000 ლარის გადახდა დააკისრა.
„მნიშვნელოვანია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა ფულადი ანაზღაურების საკითხიც და მიიღო ადექვატური გადაწყვეტილება. როდესაც მედიასაშუალება მხილებულია მოქალაქის პატივისა და ღირსების შელახვაში, ასეთ შემთხვევაში მას უნდა დაეკისროს ზიანის ანაზღაურებაც, რასაც არ პასუხობდა წინა სასამართლოს გადაწყვეტილება. რაც შეეხება თანხას, სასამართლომ გაითვალისწინა „მსუსხავი ეფექტის" ალბათობა და გაზეთს ის თანხა დააკისრა, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენებდა მისი არსებობის საკითხს,"- აცხადებს თიბისი ბანკის ადვოკატი ქეთი ქვარცხავა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















