მორიგი სროლა ვაკეში - დაჭრილია ახალგაზრდა მამაკაცი

საქართველო, თბილისი - 22:45 | 13.09.2016
ნანახია: 1794

მორიგი კრიმინალური შემთხვევა ვაკეში - რამდენიმე წუთის წინ, ჭავჭავაძის გამზირზე რამდენჯერმე გაისროლეს. სროლის შედეგად დაჭრილია ერთი ადამიანი, რომელიც, თვითმხილველების ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. 

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 236-ე და118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასორლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარებას და სხეულის დაზიანებას გულისხმობს. 



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე