ლევან დავითაშვილი: ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება უზარმაზარ შესაძლებლობას უხსნის საქართველოს აგროსასურსათო სექტორს
საქართველო, თბილისი - 16:01 | 13.09.2016 ნანახია: 1644სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს აგროსასურსათო სექტორისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების მნიშვნელობაზე პრესკონფერენცია გამართა.
როგორც მინისტრმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ რეკორდულად მცირე დროში მიაღწია უპრეცედენტო შეთანხმებას, რაც საქართველოდან ჩინეთის რესპუბლიკაში ღვინის, მინერალური წყლებისა და სხვა აგროპროდუქტების ნულოვანი ტარიფით შესვლას გულისხმობს. აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმება უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვისდა უზარმაზარ შესაძლებლობას უხსნის საქართველოს აგროსასურსათო სექტორს.
,,ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის თანმიმდევრულმა პოლიტიკამ შესაძლებელი გახადა საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლა. აღნიშნული შეთანხმება სწორედ აქტიური თანამშრომლობის ნათელი მაგალითია. ქართული აგროსასურსათო პროდუქციისთვის მსოფლიოს უდიდესი ბაზარი (1.4 მილიარდი მომხმარებელი) გაიხსნა, რაც აგროსასურსათო სექტორისთვის ახალი სუნთქვა, დიდი შესაძლებლობა იქნება. აგროსასურსათო სექტორი განსაკუთრებით მგრძნობიარეა სავაჭრო ბარიერების მიმართ. შესაბამისად, ჩინეთის ბაზარზე აგროსასურსათო პროდუქციის ნულოვანი ტარიფით შესვლა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ექსპორტის ზრდას“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ის უპრეცედენტო გადაწყვეტილება რაც ჩინურმა მხარემ ქართულ ღვინოსთან მიმართებაში მიიღო. მიღწეული შეთანხმების თანახმად, ქართულ ღვინოზე ნულოვანი საბაჟო ტარიფი გარდამავალი პერიოდის გარეშე დაწესდება (ზოგიერთ ქვეყანასთან ჩინეთს ღვინის ტარიფის გასანულებლად ათწლიანი გარდამავალი პერიოდი აქვს დაწესებული).აღსანიშნავია, რომ ჩინეთს თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების ფარგლებში, ასეთი გადაწყვეტილება არცერთ ქვეყანასთან არ მიუღია.
გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ამოქმედდება და 2017 წლის მეორე ნახევრიდან ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინო, მინერალური წყლები და აგროპროდუქტები ყოველგვარი საბაჟო გადასახადის გარეშე შევა. ეს ნიშნავს, რომსაბაჟო გადასახადიქართულ ღვინოს მოეხსნება, რაც ბევრად კონკურენტუნარიანს გახდის მას.
მინისტრის განცხადებით, ჩინეთის ბაზარი უკვე ტრადიციული ბაზრების რეალური ალტერნატივა გახდა. ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნებს შორის ჩინეთი უკვე მეორე ადგილზეა. ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ კი, ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზრდება.
ლევან დავითაშვილმა ქართული ღვინის ექსპორტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2016 წლისაგვისტოსმდგომარეობით, საქართველოდანმსოფლიოს 46 ქვეყანაშიექსპორტირებულია 28 156 547 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 42%-ითაღემატებაგასულიწლისანალოგიურმონაცემებს.
ექსპორტისმატებააღსანიშნავიაროგორცევროკავშირისქვეყნების, ისეჩინეთისადასხვატრადიციულიბაზრებისმიმართულებით: ჩინეთშიზრდამ 184% შეადგინა, სულგანვლილ 8 თვეშიექსპორტირებულია 3 368 361 ბოთლი.
პირველად ქართული ღვინის ექსპორტის ისტორიაში, მიმდინარე წლის აგვისტოში ჩინეთმა ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში მესამედ ან მეორე ადგილზე გადაინაცვლა და გადაასწრო ისეთ ტრადიციულ ბაზარს, როგორიც უკრაინაა.
ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი (14 664 610), ჩინეთი (3 368 361), უკრაინა (3 042 192) , ყაზახეთი (2 287 826 ბოთლი) დაპოლონეთი (1 367 960).
სოფლის მეურნეობის მინისტრმა რთველი 2016-ის მიმდინარეობაზეც ისაუბრა. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, 13 სექტემბრის 12.00 საათისმონაცემებით, კახეთისრეგიონშიგადამუშავებულია 18,4 ათასამდეტონაყურძენი. აქედან 7,1 ათასი ტონა რქაწითელი, 9 ათასი ტონა საფერავი, 960 ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. განვლილ დღე-ღამეში ღვინის კომპანიების მიერ გადამუშავდა 2 ათასამდე ტონა ყურძენი, რაც 2016 წლის რთველის ყველაზე მაღალი დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელია.
ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად კახეთის რეგიონის მევენახეებმა შემოსავლების სახით 15,2 მლნ ლარი მიიღეს.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















