მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული 13 ავტომანქანა, 5 კვატროციკლი და 2 მიწის ნაკვეთი დაუბრუნდებათ
საქართველო, თბილისი - 13:39 | 13.09.2016 ნანახია: 1701
საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული და ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული 13 ავტომანქანა, 5 კვატროციკლი და 2 მიწის ნაკვეთი დაუბრუნდებათ.
პროკურატურის ინფორმაციით, დეპარტამენტის მიერ გახსნილია ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მორიგი ფაქტი. კერძოდ, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის 22 ივლისს შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ყალბი დოკუმენტის დამზადებისთვის დაკავებულ იქნა მოქალაქე ვაჟა ციგროშვილი.
გამოძიების მსვლელობისას, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მაღალჩინოსნებმა პატიმრობაში მყოფ ვაჟა ციგროშვილს შეუთვალეს, რომ თუ მას სურდა საპროცესო შეთანხმების გაფორმება და საპატიმროს დატოვება, მას სახელმწიფოსთვის უნდა შეეძინა ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების ავტომანქანები და კვადროციკლები, რაც არ უნდა გახმაურებულიყო და ეს პირობა დარჩენილიყო საპროცესო შეთანხმების ,,ჩრდილოვან მხარედ“, წინააღმდეგ შემთხვევაში მას მოუწევდა ციხეში ყოფნა.
პროკურატურის ცნობით, აღნიშნული ზეწოლის შედეგად, ვაჟა ციგროშვილი იძულებული გახდა დათანხმებოდა კუდის უკანონო მოთხოვნას, რის შემდეგაც მას N8 საპყრობილეში, ციხის უფროსის კაბინეტში კონსპირაციულად შეახვედრეს მისი ცოლისძმა ნოშრევან ნეკრესელაშვილი, რომელსაც ავტომანქანების შესაძენად თანხის მოძიება დაევალა. კუდის მაღალჩინოსნის მოთხოვნით, ვაჟა ციგროშვილი მანამ დარჩებოდა საპატიმროში, სანამ მისი ოჯახი ავტომანქანების შესაძენად თანხას არ შეაგროვებდა. 2008 წლის აგვისტოში, ბრალდებულის ცოლისძმამ ნოშრევან ნეკრესელაშვილმა მთლიანობაში ნახევარ მილიონ ლარად სახელმწიფოს სასარგებლოდ, კუდის მოთხოვნით იძულებით შეიძინა ,,ტოიოტა პრადოს“, ,,ტოიოტა ჰაილუქსის“; ,,ტოიოტა კამრის“ და ,,ჰიუნდაი ტუქსონის“ მარკის ავტომანქანები, 5 კვატროციკლი, რომლებიც შემდგომში აჩუქა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მხოლოდ ამის შემდეგ ბრალდებულთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, განესაზღვრა პირობითი მსჯავრი და მან დატოვა საპატიმრო დაწესებულება.
2008 წლის მაისში, მოქალაქე ფრიდონ ბარათაშვილმა კერძო კომპანიისგან შეიძინა ქ. ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე მდებარე 12027,3 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც მოგვიანებით ხელისუფლების ინტერესის სფეროში აღმოჩნდა. 2009 წლის ივლისში, ფრიდონ ბარათაშვილი დაიბარეს საქართველოს პროკურატურაში, სადაც მას კატეგორიულად მოსთხოვეს მის მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთიდან 7000 კვ.მ სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმობა, მიუხედავად იმისა, რომ მას უძრავი ქონება კანონიერად ჰქონდა შეძენილი.
როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, განხორციელებული ზეწოლის შედეგად, დაზარალებულმა ფრიდონ ბარათაშვილმა მისი კუთვნილი 12027,3 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 7000 კვ.მ. მოთხოვნით იძულებით გადააფორმა სახელმწიფოს სახელზე.
2006 წელს, დავით კუპატაძემ მისი მეგობრის დახმარებით კერძო პირისგან, ნოტარიული წესით შეიძინა ქ. თბილისში, კობარეთის ქუჩის მიმდებარედ 490 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც მოგვიანებით ხელისუფლების ინტერესის სფეროში აღმოჩნდა.
2010 წლის მარტში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს დავით კუპატაძე, სადაც მას კატეგორიულად მოსთხოვეს მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დააკავებდნენ და მისცემდნენ სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში. აღნიშნულ მოთხოვნაზე დავით კუპატაძემ საგამოძიებო ორგანოსგან მოსაფიქრებელი დრო ითხოვა, რა დროსაც ქონების შენარჩუნების მიზნით, მან მიწის ნაკვეთი ესპანელ პარტნიორზე - ფრანცისკო ხაბიერ ფერნანდეს გოირიზე გადააფორმა, თუმცა მიუხედავად ამისა, საგამოძიებო ორგანოდან მის მიმართ მოთხოვნა კვლავ გაგრძელდა, რის გამოც იგი იძულებული გახდა ქონება სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ დაეთმო.
პროკურატურის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებების საფუძველზე, პროკურატურა შუამდგომლობით მიმართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რათა საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ხსენებულ დაზარალებულ მოქალაქეებს დაუბრუნდეთ ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული მათი კუთვნილი ქონება: ვაჟა ციგროშვილს 13 ავტომანქანა და 5 კვატროციკლი; ფრიდონ ბარათაშვილს 180 000 ლარად ღირებული ქ. ქუთაისში მდებარე 7000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და დავით კუპატაძეს 240 000 ლარად ღირებული თბილისში მდებარე 490 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.
რაც შეეხება ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, პროკურატურა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებით მათ მიმართ არ დაიწყებს სისხლისსამართლებრივ დევნას.
ამ დროისთვის ახალი დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შედეგად, გახსნილია ქონების იძულებით ჩამორთმევის 44 ფაქტი, მხილებულია 32 საჯარო მოხელე, 7 პირის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, 23 პირის მიმართ გამოყენებული იქნა დისკრეციული უფლებამოსილება,
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















