„ბანკი რესპუბლიკის“ აქციების შეძენით „თიბისი ბანკი“ დეპოზიტებისა და სესხების მიხედვით #1 ბანკი ხდება
საქართველო, თბილისი - 17:00 | 12.09.2016 ნანახია: 1594თიბისი ჯგუფმა და ფრანგულმა „სოსიეტე ჟენერალმა“ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც თიბისი ბანკი „ბანკი რესპუბლიკის“ აქციების 93.64 %-ს 315 მილიონ ლარად შეიძენს. ეს ტრანზაქცია უდიდესი იქნება ქართული საბანკო სექტორის ისტორიაში და წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მოვლენას საქართველოს ფინანსურ ბაზარზე. „ბანკი რესპუბლიკის“ შეძენა სრულად შეესაბამება თიბისი ბანკის სტრატეგიას და იძლევა უდიდეს შესაძლებლობას მნიშვნელოვანი სინერგიისთვის, ვინაიდან „ბანკი რესპუბლიკა“ არის მყარი ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ლიდერი ბანკების ხუთეულში შედის.
თიბისი ბანკი „ბანკი რესპუბლიკის“ აქციების 93.7 %-ს („სოსიეტე ჟენერალის“ 100 %-იანი წილი) 315 მილიონ ლარად გამოისყიდის. ამ თანხის 70 % გადახდილი იქნება ნაღდი ანგარიშსწორებით, ხოლო 30 % თიბისი ბანკის ახლადგამოშვებული აქციებით. შედეგად, ჯგუფი „სოსიეტე ჟენერალი“ ხდება თიბისი ბანკის აქციების 5.4% - ის მფლობელი, შესაბამისად, ის თიბისი ბანკის ერთ-ერთი მსხვილი აქციონერი იქნება. მხარეები ასევე შეთანხმდნენ საქართველოში სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე.
რაც შეეხება „ბანკი რესპუბლიკის“ აქციების დარჩენილ 6.36%-ს, რომელიც „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს“ ეკუთვნის, თიბისის უკვე დაწყებული აქვს მოლაპარაკებები ამ აქციების გამოსყიდვაზე.
შერწყმის შედეგად:
- თიბისი ბანკი ხდება #1 ბანკი საქართველოში სესხებისა და დეპოზიტების მიხედვით. თიბისი ბანკის ბაზრის წილი მთლიან სესხებში იზრდება 3% -ით და აღწევს 35.7 %-ს, ხოლო დეპოზიტებში იზრდება 5.3 %-ით და შეადგენს 34.5 %-ს;
- თიბისი ბანკის პოზიციები ყველა საოპერაციო სეგმენტში ძლიერდება, განსაკუთრებით კი საცალო საბანკო მომსახურების მიმართულებით;
- კლიენტების რაოდენობა მიუახლოვდება 2 მილიონს;
- კიდევ უფრო გაფართოვდება თიბისი ბანკის მომსახურების ქსელი; მთელი საქართველოს მასშტაბით, ფილიალების რაოდენობა გაიზრდება 170-მდე, ხოლო ბანკომატების - 517-მდე;
- თიბისი ბანკი ძლიერდება მაღალკვალიფიციური კადრებით, რომელთაც საბანკო საქმიანობაში დიდი გამოცდილება და მომხმარებელთან ურთიერთობის საუკეთესო პრაქტიკა აქვთ;
ტრანზაქციის დასრულება დაგეგმილია 2016 წლის ბოლომდე. ამ გარიგებაში თიბისი ბანკის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველია J.P.Morgan, ხოლო Baker and Mckenzie LLP-საერთაშორისო მრჩეველი იურიდიულ საკითხებში.
„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ „ბანკი რესპუბლიკის“ ყიდვის გადაწყვეტილება სრულ შესაბამისობაშია თიბისი ბანკის გრძელვადიან სტრატეგიასთან და წარმოადგენს წინგადადგმულ ნაბიჯს ჩვენი მიზნების შესასრულებლად,რომ გავხდეთ ლიდერი ბანკი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში.
თიბისი ბანკის მენეჯმენტის გუნდს აქვს უნიკალური გამოცდილება ამ ტიპის ინტეგრაციებში და გვაქვს სათანადო რესურსი, რომ ამ ორი ბიზნესის შერწყმით მომხმარებლებს საუკეთესო სერვისი შევთავაზოთ.
ჩვენ მოუთმენლად ველით ჩვენს გუნდში „ბანკი რესპუბლიკის“ თანამშრომლებს, რომლებიც დაგვეხმარებიან წარმატებულად გავაგრძელოთ საბანკო საქმიანობა და შევთავაზოთ კლიენეტებს საუკეთესო მომსახურება, ახლა უკვე როგორც ყველაზე დიდმა ბანკმა საქართველოში. ჩვენ საერთო მიზნები გვაქვს და მოხარული ვართ, რომ მოგვეცემა შესაძლებლობა ერთად გავიზარდოთ და განვვითარდეთ,“ – აცხადებს თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე.
„თიბისი ბანკისა და „ბანკი რესპუბლიკის“ კონსოლიდაციას მყარი ინდუსტრიული ლოგიკა აქვს და საქართველოს საბანკო სექტორს მოუტანს მნიშვნელოვან სარგებელს ლიდერობისა და მომსახურების გაუმჯობესების თვალსაზრისით. მოხარული ვართ, რომ ჩვენი აქციები გადავეცით ისეთ მოტივირებულ პროფესიონალთა გუნდს,როგორიც არის თიბისი ბანკის მენეჯმენტი. გვჯერა, რომ საუკეთესო პარტნიორი შევარჩიეთ ჩვენი შვილობილისთვის საქართველოში.
ჩვენ მოუთმენლად ველით ტრანზაქციის წარმატებით დასრულებას და მზად ვართ, ვითანამშრომლოთ, რომ გარდამავალი პერიოდი უმტკივნეულოდ წარიმართოს.
„ბანკი რესპუბლიკის“ გაყიდვის შემდეგ, „სოსიეტე ჟენერალის“ შეფასებით, საქართველოს საბანკო სექტორი რჩება ძლიერ, კარგად მართულ, კარგად რეგულირებად და გამჭირვალე სფეროდ. მიმდინარე ინტერესით თიბისი ბანკში, ჯგუფი ხაზს უსვამს ქართული საბანკო სფეროსადმი დაინტერესებას. გარიგების შედეგად იქმნება უფრო მსხვილი ბანკი ძალიან მიმზიდველ ქართულ საბანკო ბაზარზე, რაც „სოსიეტე ჟენერალის“ ფართო სტრატეგიაში ჯდება - კონცენტრაცია მოვახდინოთ ძირითად ბიზნესსა და გეოგრაფიაზე,“ - აცხადებს „ბანკი რესპუბლიკის“ გენერალური დირექტორი ანტუან გაბიზონი.
ამასთანავე, თიბისი ბანკი აცხადებს, რომ შეიძენს სს „პროგრესბანკის“ აქტივების (საბაზრო ღირებულება 108 მილიონი ლარი) და დეპოზიტების (საბაზრო ღირებულებაა 108 მილიონი ლარი) შერჩეულ ნაწილს. თიბისი ბანკისთვის ეს ტრანზაქცია წარმოადგენს საერთო აქტივების მხოლოდ 1.6 %-ს.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















