ქართველი სპორტსმენი ზვიად გოგოჭური პარალიმპური თამაშების გამარჯვებული გახდა

საქართველო, თბილისი - 23:01 | 10.09.2016
ნანახია: 2198

საქართველოს ისტორიაში პირველად - ქართველი სპორტსმენი, ზვიად გოგოჭური პარალიმპური თამაშების გამარჯვებული გხადა.

ჩემპიონის ტიტული ძიუდოისტმა ზვიად გოგოჭურმა 90 კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა.

ქართველმა პარაძიუდოისტმა რიოს პარალიმპიურ თამაშებზე ფინალში უკრაინელი ოლექსანდრ ნაზარენკო იპონით (4 გაფრთხილება) დაამარცხა.

გოგოჭურმა ფინალამდე 1/4-ფინალში არგენტინელი ლენსინასთან, ხოლო 1/2-ფინალში ამერიკელი კროკეტთან იპონით მოიგო.

გოგოჭური პირველი ქართველია, ვინც პარაოლიმპიურ თამაშებზე მედალი მოიპოვა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე