საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად ირინე იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე დანიშნა
საქართველო, თბილისი - 14:08 | 10.09.2016 ნანახია: 1659
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად ირინე იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე დანიშნა.
მოსამართლეები გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე დაასახელა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ორივე მოსამართლე მაღალი პროფესიონალიზმით და პრინციპულობით გამოირჩევა.
,,დარწმუნებული ვარ, რომ ამ რთულ პროცესში, რომელიც ჩვენ კიდევ წინ გვაქვს გასავლელი, პროცესში, რომელიც არის სწორედ სახელმწიფოს და დემოკრატიული საზოგადოების გაძლიერების რთული გზა, ორი ძალიან მაღალი კვალიფიკაციის იურისტი, მაგრამ არამხოლოდ იურისტი, ძლიერი და პრინციპული ადამიანები, ეს ორივე მახასიათებელი ისევე უნდა ახასიათებდეს მოსამართლეს, როგორც მაღალი კვალიფიკაცია,
გააძლიერებენ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და დაიცავენ ადამიანის უფლებებს ამ უმნიშვნელოვანეს პერიოდში", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების მიმართ და
მადლობა გადაუხადა იმ მოსამართლეებს, რომლებიც ბოლო ათი წლის განმავლობაში ემსახურნენ სამშობლოს.
გიორგი მარგველაშვილმა კონფერენციაზე გამოსვლისას, საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს გამართული ფუნქციონირებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვისათვის აღნიშნული ინსტიტუტის გამართული მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია.
,,მე ვფქირობ, რომ ის შეცდომები, ან აგრესია, რომელიც გამოვლინდა გარდამავალი პროცესის ბრალია და ბუნებრივია, მთლიანად საზოგადოებამ, ისევე როგორც პოლიტიკურმა სპექტრმა სათანადო შეფასება მისცა იმ არასტანდარტულ ქცევებს, რომლებიც განხორციელდა რიგ შემთხვევებში საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ.
მე მჯერა, რომ ასეთი თავდასხმების პერიოდი დამთავრებულია. თქვენ ძალიან ხმამაღლა იცავდით ამ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს და ასეც უნდა ყოფილიყო, იმიტომ, რომ თქვენ გაგაჩნიათ დაცულობის მაღალი ხარისხი, მაგრამ სასამართლოს სჭირდებოდა ეს მაღალი ხარისხი არა მარტო იმიტომ რომ იურიდიულად ყოფილიყო გაწერილი კანონებში, არამედ იმიტომაც რომ ამ პრობლემებს მისცემობდა შესაბამისი შეფასება, ეს თემები გამხდარიყო საზოგადოებრივი მსჯელობის საგანი.
მე ვხედავ, რომ ეს პროცესი პოზიტიურად მოქმედებს საზოგადოებაზე, სულ უფრო მეტად ხდება იმის გააზრება, რა მნიშვნელოვანი ინსტიტუტი მუშაობს ბათუმში და რამდენად მნიშვნელოვან და დრამატულ როლს თამაშობს ეს ინსტიტუტი ჩვენი დემოკრატიის განვითარებაში, "- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















