დიმიტრი ქუმსიშვილი: აბრეშუმის გზის პოტენციალი, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ
საქართველო, თბილისი - 19:54 | 16.10.2015 ნანახია: 2172
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ბოლო პანელში, სადაც საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე იმსჯელეს, მთავარი მომხსენებელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი იყო, რომელმაც პანელის მონაწილეებს საქართველოს ბიზნეს-გარემო და მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები გააცნო. საინვესტიციო პანელს ასევე საქართველოს ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, თავისუფლებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის პრეზიდენტი ჰერნანდო დე სოტო, უცხოელი ინვესტორები და ქართველი ბიზნესმენები ესწრებოდნენ.
„მე მინდა მივესალმო თითოეულ თქვენთაგანს. ეს არის ჩემთვის ძალიან საინტერესო სესია, რადგან ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვა არის ჩემი პირდაპირი ფუნქცია და მოვალეობა. პირდაპირი ინვესტიციები გადამწყვეტი მნიშვნელობისაა საქართველოს ეკონომიკისთვის. იმავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია „ნოუ ჰაუ“ და გამოცდილება. ჩვენ გვჭირდება ახალი ტექნოლოგიები და ვთვლით, რომ ის პოტენციალი, რაც აბრეშუმის გზას აქვს, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა პანელზე სიტყვით გამოსვლისას,
მინისტრმა პანელის მონაწილეებს იმ მიღწევებზე ესაუბრა, რომელიც საქართველოს სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით აქვს ქონების რეგისტრაციის, მშენებლობის ნებართვების გაცემის, საგადასახადო მოქნილობის, ბიზნესის კეთების სიმარტივის, ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით და ა.შ. „ეს არის საკმაოდ სერიოზული მიღწევები ჩვენი ქვეყნისა. მინდა აღვნიშნო, რომ გასულ წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობამ მიაღწია თითქმის ორ მილიარდ დოლარს და იმედი გვაქვს, რომ უფრო მეტ ასეთ ინვესტიციას მოვიზიდავთ. ჩვენ გვაქვს უკვე თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ბევრ ქვეყანასთან, მათ შორის თურქეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან და სხვებთან, ახლა ვიწყებთ მოლაპარაკებებს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ჩინეთი არის მსოფლიო მოსახლეობის ერთი მესამედი. ჩვენ გვაქვს მოთხოვნა და, შესაბამისად, უნდა მოვიძიოთ მიწოდება ანუ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. როცა ჩვენ ვსაუბრობთ მოთხოვნა-მიწოდების თაობაზე, ერთი რამ აკლია ამ თანაფარდობას - ეს არის კაპიტალი, ფულადი თუ ადამიანური კაპიტალი“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მინისტრის შეფასებით, საქართველოს ფინანსური სექტორი არის საკმაოდ წარმატებული და ძალიან სტაბილური სექტორი. „ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი საგადასახადო სისტემა, „ფორბსის“ შეფასებით, მეოთხე ადგილზე ვართ, გვისწრებს სამი თუ ოთხი ქვეყანა. ჩვენი ასევე გვაქვს ძალიან კარგი კანონი თავისუფალი ინდუსტრიული ზონების თაობაზე, კანონი ვირტუალური ოფისების შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს კარგ საგადასახადო სისტემას და საგასახადო რეჟიმს თავისუფალი ინდუსტრიული ზონისთვის. ასევე ავღნიშნავ, რომ თუ კი შექმნი რაღაც მომსახურებას, კომპიუტერულ პროგრამას, აქაც გვაქვს საგადასახადო შეღავათები. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ხელი შევუწყოთ IT ტექნოლოგიების განვითარებას, რადგან გვინდა, რომ ამ ბაზრიდანაც საკმაოდ ბევრი სარგებელი მივიღოთ“ - აღნიშნა მინისტრმა.
დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე ვრცლად ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელიც საქართველოს მთავრობამ განახორციელა წარმოების განვითარებისა და ექსპორტის ხელშეწყობის კუთხით. „გასულ წელს ჩვენ შევქმენით ორი დამატებითი სააგენტო - მეწარმეობის განვითარებისა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოები. ამ ორი უწყების ფარგლებში მსოფლიო ბანკისა და სხვა დონორების დახმარებით შევქმენით რამდენიმე ინსტრუმენტი - ვეხმარებით ადამიანებს ბიზნესის დაწყებაში, ვხდებით რისკების თანამოზიარენი, ვიღებთ საინვესტიციო ვალდებულებებს და ამას ვასრულებთ. გვაქვს ასევე სხვადასხვა ფონდები, მათ შორის საპარტნიორო ფონდი, რომლის ერთ-ერთი მიზანია დაეხმაროს უცხოელ ინვესტორებს, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში და თუ მათ ესაჭიროებათ ადგილობრივი პარტნიორი, არსებობს ადგილზე თანხაც, პოტენციალიც და შესაძლებლობებიც. ეს არის დამატებითი ინსტრუმენტი ინვესტორების მოსაზიდად“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა და დასძინა, რომ საქართველოს მთავრობა ასევე აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, რომლებიც, მინისტრის თქმით, გვეხმარებიან და ხედავენ, რომ ქვეყანაში სტაბილურობა მიღწეულია.
„მაგალითად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს აქვს ძალიან დიდი პორტფელი კერძო სექტორში, აზიის განვითარების ბანკი იწყებს მუშაობას კერძო სექტორზე, ასევე დაგეგმილია ახალი ფონდების შექმნა. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ვიცე-პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც ჩემამდე გახლდათ ეკონომიკის მინისტრი, არის ადამიანი, რომელმაც ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომლის საფუძველზეც ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ დამატებითი თანხები ქვეყანაში აბრეშუმის გზის ფონდის 40 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის კაპიტალიდან. ჩვენ ვმუშაობთ, რომ საქართველო გახდეს ვაჭრობისა და ლოგისტიკის ჰაბი. უნდა შევქმნათ ახალი მიმართულებები და მოვახდინოთ დივერსიფიკაცია. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ დაახლოვდეს მთავრობა, კერძო და სამეცნიერო სექტორი, გვინდა ვიპოვოთ ჩვენი ნიშა. სწორედ ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის პირობებში შეგვიძლია შევქმნათ გაცილებით მეტი, შევქმნათ საექსპორტო პროდუქცია და ამ მიმართულებით უკვე ძალიან ბევრი გავაკეთეთ. ეკონომიკის სამინისტრო ასევე მუშაობს სახელმწიფო/კერძო პარტნიორობის კანონმდებლობაზე, ჩვენს ევროპელ კოლეგებთან და აზიის განვითარების ბანკთან ერთად, რაც ასევე შეუწყობს ხელს საქართველოში ინვესტორების შემოსვლას“ - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















