კრწანისში ნატო-საქართველოს ერთობლივი ცენტრის შტაბის შენობის მშენებლობა დაიწყო
საქართველო, თბილისი - 17:00 | 07.09.2016 ნანახია: 2266
ეროვნული სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ბაზაზე ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) შტაბის შენობის მშენებლობა დაიწყო.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შტაბის შენობის საძირკველში კაფსულა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჩაუშვა და ერთობლივი ცენტრის ქართველ და უცხოელ წარმომადგენლებს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
საძირკველში კაფსულის ჩაშვების ცერემონიალი ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის დაარსების ერთი წლისთავს დაემთხვა. სამწყობრო მოედანზე მოწყობილ JTEC-ის პირად შემადგენლობას იუბილე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მიულოცა და სიტყვით გამოსვლისას საქართველოსთვის ცენტრის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„დღეს საძირკველი ჩავუყარეთ ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ახალ შტაბს. მინდა, ამ ცენტრის დაარსების ერთი წლისთავი შეიარაღებული ძალების ყველა წარმომადგენელს მივულოცო. ეს პროექტი უმნიშვნელოვანესია იმ 13 ინიციატივიდან, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებშია გათვალისწინებული. ჩვენ დიდი ამბიცია გვაქვს, რომ პარტნიორებთან ერთად განვახორციელოთ მნიშვნელოვანი წვრთნები არა მხოლოდ ნატოს წევრ ქვეყნებთან, არამედ პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, რათა ერთად მოვემზადოთ ცალკეული ოპერაციების განხორციელებისთვის და ერთობლივად შევაფასოთ ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობები და უნარები,“ - აღნიშნა ლევან იზორიამ.
ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის პირად შემადგენლობას ცენტრის იუბილე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა ტოლსტენ კოჰლერმა და JTEC-ის მრჩეველთა ჯგუფის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მარიუს ნილსენმაც მიულოცეს. ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა.
თავდაცვის მინისტრმა JTEC-ის შექმნისა და ჩამოყალიბების საქმეში აქტიური მხარდაჭერისა და მონაწილეობისთვის მედალი „გენერალი კვინიტაძე“ პროექტის პირველ ხელმძღვანელს, ვიცე-პოლკოვნიკ ოლე ქრისტიან ემაუსს გადასცა. მედლები და მადლობის სერთიფიკატები მიიღეს ასევე, ერთობლივი ცენტრის სხვა წარმომადგენლებმა.
ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC), როგორც ორგანიზაცია, 2014 წელს უელსში გამართულ ნატოს სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული არსებითი პაკეტის (SNGP) 13 მიმართულებიდან პირველი განხორციელებული პროექტია. ცენტრი ეროვნული სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ბაზაზე შარშან დაფუძნდა და ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გახსნა.
JTEC-ის მიზანია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ტაქტიკური წვრთნების ჩატარებით და შეფასებით, ასევე პარტნიორ ქვეყნებთან ერთად საერთაშორისო სწავლებების გამართვით და მათზე საწვრთნელი შესაძლებლობების შეთავაზებით, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის მხარდაჭერა და მოკავშირე ძალებთან თავსებადობის გაუმჯობესება.
ცენტრის მთავარი ამოცანაა საბრძოლო, სიმულაციური და ვირტუალური წვრთნების ჩატარება და აღნიშნულ წვრთნებში მონაწილე ქვედანაყოფების შეფასება. ერთი წლის განმავლობაში JTEC-ის ორგანიზებით ქართველი სამხედროების მონაწილეობით უკვე გაიმართა სახმელეთო, სამედიცინო და ლოგისტიკური სწავლებები.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















