შსს-მ სამი პირი დააკავა
საქართველო, თბილისი - 10:23 | 04.09.2016 ნანახია: 1743
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარმა სამმართველომ, თბილისის პოლიციის დეპარტამენტთან ერთად, მიმდინარე წლის 3 და 4 სექტემბერს რამდენიმე მნიშვნელოვანი საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება განახორციელა.
კერძოდ, დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი ყ. თბილისში დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა პისტოლეტი, მჭიდითა და 4 ცალი ვაზნით; ასევე, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების შემცველი 4 ცალი თეთრი ფერის აბი და 2 ცალი თეთრი ფერის აბის ნატეხი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ქიმიური ექსპერტიზა. გიორგი ყ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 24 ცალი ვაზნა ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმებისას დაკავებულს ნარკოტიკული საშულებებების: მარიხუანასა და სუბოტექსის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.
აღნიშნული საგამოძიებო ღონისძიების პარალელურად, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებულ საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა 1989 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ნოდარ ნ. თბილისში დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღი - პისტოლეტი და 7 ცალი ვაზნა. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე დაკავებული იქნა 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი ფ. დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ამოიღეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ერთი მჭიდით, 30 ცალი ვაზნა და ერთი შეკვრა, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერება, რომელზეც დანიშნულია ქიმიური ექსპერტიზა. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
პოლიტიკა
- ევროპის საბჭოს კონგრესმა საქართველოს შესახებ რეკომენდაციები მიიღო
- ირანის ელჩის მუქარისთვის ივანიშვილის რეჟიმს 48 საათის შემდეგაც არ უპასუხია მაშინ, როცა დასავლელი მოკავშირეების ლეგიტიმურ კრიტიკას ძალაუფლებრივი ვერტიკალის მხრიდან აგრესიული შეურაცხყოფის ნიაღვარი მოყვება - "ფედერალისტები"
- მზია ამაღლობელის მიმართ, ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში, ორჯერ მსჯავრდების აკრძალვის პრინციპი დაირღვა - სახალხო დამცველის ანგარიში
- აშშ-ში ჩავდივართ ერთი მიზეზით – წარვადგინოთ ჩვენი გეგმა, როგორ ვცვლით ხელისუფლებას - თამარ ჩერგოლეიშვილი
საზოგადოება
- „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები
- 30 მარტიდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი
- „არ გადაყარო, ჩააბარე!“ - „თეგეტა მოტორსის“ გარემოსდაცვითი კამპანია ბათუმში
- ვაზიანის არხის წმენდის სამუშაოები მიმდინარეობს
მსოფლიო
- ირანი ბულგარეთს აფრთხილებს, აშშ-ს თავისი აეროპორტების გამოყენების უფლება არ მისცეს
- ვოლოდიმირ ზელენსკი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად წარადგინეს
- უკრაინისთვის 90 მილიარევროს სესხის შესახებ დღეს კარგი ამბავი არ მაქვს, იმედი მაქვს, გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს შემდეგ სხდომაზე იქნება მიღებული - კაია კალასი
- მომავალი დღეები გადამწყვეტი იქნება, ირანმა ეს იცის და თითქმის არაფრის გაკეთება შეუძლია - პიტ ჰეგსეთი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- განსაკუთრებული შეთავაზება "თეგეტა მოტორსისგან" - PETLAS-ის საბურავები სპეციალურ ფასად
- მერაბ The machine დვალიშვილი X „თეგეტა“ - პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















