„დინამოს“ სპორტული დირექტორის პოსტს ლევან გაბრიჩიძე დაიკავებს

საქართველო, თბილისი - 15:10 | 01.09.2016
ნანახია: 1923

„დინამოს“ სპორტული დირექტორის პოსტს ლევან გაბრიჩიძე დაიკავებს. ამის შესახებ თბილისის „დინამოს“ პრეზიდენტმა რომან ფიფიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც „დინამოს“ მიერ ევროტურნირებზე ნაჩვენები შედეგი შეაფასა.

მისი თქმით, თანამდებობიდან გათავისუფლდნენ სპორტული დირექტორი მიხეილ ხუციშვილი და მისი გუნდი. სპორტული დირექტორის თანამდებობას ლევან გაბრიჩიძე დაიკავებს. რაც შეეხება ფეხბურთელებს, ლეგიონერებიდან "დინამოს" რიგებში თამაშს მხოლოდ სამი ფეხბურთელი გააგრძელებს.

რომან ფიფიას განცხადებით, გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტს იურაი იარაბეკი ევროტურნირებზე ნაჩვენები არადამაკმაყოფილებელი შედეგის მიუხედავად დაიკავებს და „დინამოში“ საქართველოს ჩემპიონატის დასრულებამდე დარჩება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე