გიორგი მარგველაშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს სლოვაკეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის დღეს ულოცავს

საქართველო, თბილისი - 12:26 | 01.09.2016
ნანახია: 1494

„თქვენო აღმატებულებავ, ჩემთვის დიდი პატივია, გულითადად მოგილოცოთ სლოვაკეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის დღე.

მოხარული ვარ, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თქვენს ქვეყანასთან, როგორც ჩვენს ძლიერ პარტნიორთან, მეგობრული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობებისგანვითარებას. ვსარგებლობ რა შემთხვევით, კიდევ ერთხელ გამოვხატავ ჩემს მადლიერებას თქვენი მტკიცე მხარდაჭერისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ჩვენიქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების და განმტკიცების მეშვეობით ისევე,როგორც თქვენი ბოლო ვიზიტი საქართველოში, ძლიერ იმპულსს მისცემს, მივაღწიოთ ახალ სიმაღლეებს ჩვენი ერების წარმატებული განვითარებისათვის.

თქვენო აღმატებულებავ, ნება მიბოძეთ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა და ვუსურვო მეგობარ სლოვაკ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა", - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურწერილში.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე