სამართალდამცველები გაქცეულ პატიმარს ამ დრომდე ეძებენ

საქართველო, თბილისი - 08:15 | 01.09.2016
ნანახია: 1810

მეორე დღეა სამართალდამცველები გაქცეულ პატიმარს ეძებენ. ოთარ ვარამაშვილი რუსთავის საქალაქო სასამართლოდან გუშინ, მისივე საქმის განხილვის დროს გაიქცა.

ერთ-ერთი ვერსიით იგი საპირფარეშოს ფანჯრიდან გაიქცა და გარეთ მას მანქანა ელოდებოდა. მეორე ვერსიით კი,  რომელსაც სასჯელარსრულების სამინისტროშიც ადასტურებენ, ვარამაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო, რის გამოც  სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახა გახდა საჭირო და გაქცევაც სწორედ ამის შემდეგ მოახერხა.

სამართალდამცველებმა სასამართლოს მიმდებარედ საცხოვრებელი სახლები, სარდაფები და სხვენები გაჩხრიკეს. წარსულში ნასამართლევი ვარამაშვილი 6 სხვადასხვა დანაშაულში, ქურდობასა და ყაჩაღობაშია ბრალდებული.

 



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე