რუსთავის საქალაქო სასამართლოს შენობიდან პატიმარი გაიქცა

საქართველო, თბილისი - 19:40 | 31.08.2016
ნანახია: 1869

რუსთავის საქალაქო სასამართლოს შენობიდან პატიმარი გაიქცა, ამის შესახებ სასჯელაღსულებისა და პრობაციის სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, ვისაც რაიმე სახის ინფორმაცია აქვს ფოტოზე აღბეჭდილი პირის - ოთარ ბადრის ძე ვარამაშვილის სავარაუდო ადგილსამყოფელის შესახებ, დაგვიკავშირდნენ სატელეფონო ნომრებზე - 032 2 75 23 85,    577 28 25 19.

პატიმარი ოთარ ბადრის ძე ვარამაშვილი რუსთავის საქალაქო სასამართლოს შენობიდან დღეს გაიქცა. მიმდინარეობს ძებნა", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებას.



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე