31 აგვისტო - ქართველი მშვიდობისმყოფელის დღე
საქართველო, თბილისი - 14:09 | 31.08.2016 ნანახია: 2206
დღეიდან 31 აგვისტო ქართველი მშვიდობისმყოფელის დღედ ცხადდება. ამ დღესთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ სამინისტროს ტერიტორიაზე არსებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგეს თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა ლელა ჩიქოვანმა, ზაალ კაპანაძემ და გიორგი ბუთხუზმა, ასევე გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა გიორგი სურმავამ.
ქართველი მშვიდობისმყოფელის დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას გადაწყვეტილებით დაწესდა. 17 წლის წინ, 1999 წელს პირველი ქართული სამშვიდობო ოცეული კოსოვოში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად სწორედ ამ დღეს გაემგზავრა. „დღეს პირველად ვზეიმობთ ქართველი მშვიდობისმყოფელის დღეს. 17 წელია უკვე ჩვენი ჯარისკაცები ღირსეულად ასრულებენ სხვადასხვა საერთაშორისო მისიას ნატოს თუ ევროკავშირის ეგიდით. მე ახლახანს ჩამოვედი ავღანეთიდან, სადაც ვნახე მათი პროფესიონალიზმი, მათი საერთაშორისო აღიარება. საქართველოში თითოეულმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ისინი ასრულებენ ძალიან საპასუხისმგებლო ფუნქციას. ეს არის დიდი ნდობის გამოხატულება, მათი დიდი პროფესიონალიზმის აღიარება. ეს მე, როგორც ამ ბიჭების ერთ-ერთ რიგით თანამებრძოლს, მახარებს და მეამაყება. ალბათ, თითოეული ქართველისთვის ეს ძალიან საამაყოა“, - განაცხადა ლევან იზორიამ.
დღესვე იგეგმება თავდაცვის მინისტრის შეხვედრა იმ ქართველ სამშვიდობოებთან, რომლებმაც პირველად შეასრულეს საერთაშორისო მისია კოსოვოში. „ამ დღეს ჩვენ პარტნიორებთან ერთად აღვნიშნავთ. ჩვენ ის ოცეული მოვიწვიეთ, რომელმაც პირველი საერთაშორისო მისია კოსოვოში განახორციელა. ეს იყო 17 წლის წინ. მინდა, პირველ რიგში, სწორედ მათ გადავუხადო მადლობა და მათი სახით ყველა იმ ჯარისკაცს, ვინც მონაწილეობდა ამ საპასუხისმგებლო მისიაში“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
საქართველოს შეიარაღებული ძალები ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში 1999 წლიდან მონაწილეობს. ამჟამად, ქართული სამხედრო კონტინგენტი საერთაშორისო ოპერაციას ავღანეთში, ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში ასრულებს. ერთი ქართველი ოფიცერი კი, მალიში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაშია ჩართული.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















