ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში ახალი სტრუქტურა შეიქმნა

საქართველო, თბილისი - 15:28 | 29.08.2016
ნანახია: 1259

დღეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ახალი სტრუქტურის პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციის დაწყებამდე თანამშრომლებს სიტყვით მიმართა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, თადარიგის გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ.

სამსახურის სტრუქტურაში შემავალი დეპარტამენტების საქმიანობის პრეზენტაცია დამსწრე საზოგადოებას ამავე სამსახურის დეპარტამენტების უფროსებმა წარუდგინეს.

ვეტერანების საქმეთა სამსახურში განმარტავენ, რომ ახალი სტრუქტურის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია ,,ვეტერანებისთვის ცხოვრების სათანადო პირობებისა და კეთილდღეობისათვის მყარი სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური საფუძვლის შექმნის უზრუნველყოფა“.

,,სტრუქტურაში შემავალი ყველა დეპარტამენტის თანამშრომლის ფუნქცია-მოვალეობები სამსახურის დებულების მიხედვით შეიქმნა და თითოეული თანამშრომელი ვეტერანების კეთილდღეობაზე ყოველდღიურ ზრუნვას ემსახურება“, - აცხადებენ ვეტერანთა სამსახურში.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე