საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი ვიზიტი ავღანეთში
საქართველო, თბილისი - 13:31 | 29.08.2016 ნანახია: 2399
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პირველი ოფიციალური ვიზიტი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში გამართა. თავდაცვის მინისტრთან ერთად ავღანეთში "მტკიცე მხარდაჭერის" (Resolute Support) მისიაში მონაწილე ქართული კონტინგენტის მოსანახულებლად გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე იმყოფებოდა. დელეგაციას ავღანეთში საქართველოს უფროსი სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძემ უმასპინძლა.
ვიზიტის პირველ დღეს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ შეხვედრები გამართეს ქალაქ ქაბულში "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის სარდალთან, გენერალ ჯონ ნიკოლსონთან და შტაბის უფროსთან, გენერალ ლეიტენანტ იურგენ ვეითთან და NATO-ს ელჩთან ისმაილ არამაზთან.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში გაეროს მხარდაჭერის მისიის (UNAMA) უფროს სამხედრო მრჩეველს, ბრიგადის გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიას შეხვდა. შეხვედრების დასრულების შემდეგ კი თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შტაბ-ბინაში დისლოცირებულ IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის "ალფა" ასეულის სამხედროებს პირადად გაესაუბრა.
"მე შეგნებულად, პირველი საერთაშორისო ვიზიტი ავღანეთში განვახორციელე. იმიტომ, რომ მინდოდა გულით ჩვენი ვაჟკაცი ბიჭებისთვის მადლობა გადამეხადა იმ დიდი საქმისთვის, რა საქმესაც ისინი აქ ეწევიან. ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა, იმიტომ, რომ ყოველდღიური მათი საქმიანობა უდიდეს რისკთან და საფრთხესთან არის დაკავშირებული. ამიტომ თითოეულს გვმართებს, და განსაკუთრებით სახელმწიფოს, ამ ბიჭების მიმართ თანადგომა, მხარდაჭერა, პატივისცემის და იმ სიყვარულის გამოხატვა, რაც საზოგადოებას აქვს ზოგადად ჯარის მიმართ. ასევე მე მინდა სიამაყით ვთქვა, რომ ყველა გენერალთან შეხვედრის შემდეგ მეუფლებოდა განწყობა, რომ ჩვენ ვართ ერთ-ერთი ჩემპიონები იმ საქმეში, რასაც ჰქვია მსოფლიოში უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ტერორიზმთან ბრძოლა. ეს არის ჩვენი უდიდესი წვლილი ამ საერთაშრისო მისიის ფარგლებში და გენერლების მიერაც ხაზგასმით იქნა აღნიშნული ის დიდი პროფესიონალიზმი, ნდობის მაღალი ხარისხი, რომელიც ჩვენს ჯარისკაცებს ჩვენი საერთაშრისო პარტნიორებისგან გააჩნია. დიდ წილად სწორედ ამ ბიჭების დამსახურებაა ის საერთაშორისო აღიარება, რაც საქართველოს დღეს აქვს მოპოვებული" - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
პირველი საერთაშორისო ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ქალაქ მაზარ-ი-შარიფში, გერმანულ სამხედრო ბაზა "მარმალზეც" გაემგზავრა და ჩრდილოეთ მიმართულების (TAAC North) სარდალს, ბრიგადის გენერალ ჰარტმუტ რენკს ბაზა "მარმალზე" დისლოცირებული II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეულის შესახებ ესაუბრა. ოფიციალური შეხვედრის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრი ქართევლ სამხედროებსაც შეხვდა.
მაზარ-ი-შარიფში ვიზიტის დასრულების შემდეგ დელეგაცია ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გაემგზავრა, სადაც თავდაცვის მინისტრმა დეტალური ინფორმაცია მიიღო საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულ V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონის საქმიანობის შესახებ. ბატალიონის ხელმძღვანელობამ თავდაცვის მინისტრს უშუალოდ გააცნეს საქმიანობის დეტალები და სამშვიდობო მისიაში ქართველი სამხედროების როლი. თვდაცვის მინისტრმა სამხედროებთან ერთად ისადილა და ჯარისკაცების პრობლემებით დაინტერესდა. თავდაცვის მინისტრმა "მტკიცე მხარდაჭერის" მისაში ქართველი სამხედროების როლზე ბაგრამის საავიაციო ბაზის მეთაურთან, გენერალ-მაიორ ჯეფრი ბანისტერთნაც ისაუბრა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ლევან იზორია ქართველ სამხედროებს შეხვდა და სიტყვით მიმართა. თავდაცვის მინისტრმა ქართველ ჯარისკაცებს თანადგომა და მხარდაჭერა აღუთქვა.
"ძალიან მიხარია რომ მე თქვენს გვერდით ვარ. გულით მოვიწევდი თქვენკენ. პირველი ვიზიტი შეგნებულად სწორედ აქ განვახორციელე, ერთადერთი მიზნით, რომ გამოვხატო დიდი სიყვარული და პატივისცემა თქვენს მიმართ. მინდა გითხრათ უდიდესი მადლობა იმ საქმისთვის, რასაც აქ ახორციელებთ. თითოეული ქართველისთვის, განსაკუთრებით კი თქვენი ოჯახის წევრებისთვის, თქვენ ხართ სიამაყე. მე როდესაც შევხვდი გენერლებს, მათ გამოხატეს უდიდესი მოკრძალება თქვენს მიმართ, იმიტომ რომ თქვენ ხართ ვაჟკაცები, გაბედულები ნებისმიერ საქმეში. მართალია ჩვენ ვართ მცირე ერი, მაგრამ ჩვენ გვაქვს დიდი გული, დიდი სულისკვეთება. და ის რაც მე აქ ვნახე მართლაც რომ მოლოდინს აჭარბებს. თქვენ ყოველდღიური საქმიანობა გიწევთ დიდი საფრთხისა და რისკის ფასად და ეს უნდა იცოდეს თითოეულმა ქართველმა, უნდა დააფასოს თქვენი ღვაწლი და უნდა იყოს ყოველთვის მადლიერი. და ამიტომაც არის, რომ საქართველოში თუ ვინმეს აქვს ყველაზე დიდი ნდობა ეს ხართ თქვენ, ჯარი. ამისთვის თქვენ დიდი მადლობა. მე ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვეუბნები გენერალური შტაბის ხელმძღვანელს, მადლობას ვეუბნები უფროს სამხედრო წარმომადგენელს ავღანეთში, ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ გიგა ავალიანს. ყველა ოფიცერს ვინც აქ არის, ვინც აქ იყო და ვინც მომავალშიც იქნება. დიდი მადლობა მათ თითოეულს გაწეული ღვაწლისთვის ჩემო ძმებო. თუმცა ეს ბრძოლა და ეს ვალდებულება, რასაც ჩვენ ვიხდით ჩვენი ქვეყნის წინაშე, მსოფლიო საზოგადოების წინაშე, მართალია, დანაკარგების გარეშეც ვერ იქნება. მე დავრჩი მართლაც აღფრთოვანებული, როდესაც ვნახე თუ როგორ მიაგებთ თქვენ თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში პატივს მათ ხსოვნას. დიდი მადლობა ამისთვის და მინდა თქვენთან ერთად ქედი მოვიხარო იმ ვაჟკაცების წინაშე, რომელთაც სისხლი დაღვარეს ავღანეთში. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გითხრათ, რომ ჩვენ 31 აგვისტოს პირველად ვიზეიმებთ ქართველი მშვიდობისმყოფელის დღეს. 1999 წელს პირველი საერთაშორისო მისია განხორციელდა კოსოვოში და ამ მისიის შემდეგ ჩვენ მოვიპოვეთ თქვენთან ერთად ყველაზე დიდი ნდობა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, ნდობა, რომელიც მოპოვებულია ჩვენი პროფესიონალიზმით, ჩვენი ერთგულებით საქმის მიმართ და იმ მეგობრობიდან გამომდინარე, იმ სულისკვეთებიდან გამომდინარე, რაც ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა დაინახეს. ჩვენი მონაწილეობა საერთაშორისო მისიებში არის მართლაც შეუფასებელი და ამიტომ, ჩვენ 31-ში ვიზეიმებთ ქართველი მშვიდობისმყოფელის დღეს თქვენთან ერთად. ამიერიდან ეს არის თქვენი დღე. თქვენ ხართ ქართველნი, რომლებიც მშვიდობას უზრუნველყოფთ მსოფლიოში. მე მინდა კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა გითხრათ ჩემო ძმებო. მინდა ერთადერთი სურვილი გამოვხატო, რომ ყველანი დაბრუნდეთ ჩვენს ლამაზ ბედნიერ საქართველოში მშვიდობით. იმიტომ, რომ თქვენნაირი შვილები არის სწორედ გადარჩენის და აყვავების შანსი ჩვენი ქვეყნისთვის. მე ყველაზე მეტად სწორედ თქვენს გვერდით ვგრძნობ ქართულ გენს, გენს დავით აღმაშენებლისა, გენს ჭავჭავაძისა. თქვენ გენაცვალეთ ჩემო ძმებო, დიდი მადლობა ყველაფრისთვის"- მიმართა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ქართული ბატალიონის შემადგენლობას.
თავდაცვის მინისტრმა სიტყვით მიმართვის დასრულების შემდეგ V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა და სამხედრო სამსახურისთვის მადლობა პირადად გადაუხადა. ბატალიონის მეთაურმა, ვიცე პოლკოვნიკმა გიგა ავალიანმა კი თავდაცვის მინისტრს და გენერალური შტაბის უფროსს ბატალიონის სახელით საჩუქრები გადასცა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი თავდაცვის მინისტრი სამხედროებს პირადად გაესაუბრა პრობლემებზე და მათ გადაჭრას დაპირდა. ლევან იზორია, მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს, ბაგრამის ბაზაზე მოქმედ ქართულ ეკლესიაში ქართველ და უცხოელ სამხედრო მოსმსახურეებთან ერთად შეხვდა და წმინდა მარიამის ხატი მიაბრძანა. წირვის შემდეგ თავდაცვის მინისტრი ჯარისკაცებს თბილისიდან ჩატანილი სადღესასწაულო ქადებით პირადად გაუმასპინძლდა.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















