თავდაცვის მინისტრის მოადგილედ ზაალ კაპანაძე დაინიშნა

საქართველო, თბილისი - 12:49 | 26.08.2016
ნანახია: 2068

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილედ ზაალ კაპანაძე დაინიშნა. შესაბამის ბრზანებულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა. ზაალ კაპანაძე საქართველოს შსს აკადემიის პრორექტორი იყო.  

ზაალ კაპანაძე სხვადასხვა დროს მუშაობდა შსს აკადემიის ლოჯისტიკის სამსახურის უფროსად, შსს აკადემიის სამეურნეო სამსახურის უფროსად, შსს აკადემიის სამეურნეო განყოფილების უფროსად, ასევე ზესტაფონის კვების პროდუქტების  „ბუნებრივი საღებავის“ ქარხნის დირექტორად. 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე