ტელეკომპანია "იბერიის" საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილი დაიკითხება

საქართველო, თბილისი - 12:46 | 26.08.2016
ნანახია: 2301

ტელეკომპანია "იბერიის" საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი დაიკითხება.

ტელეკომპანიის ლიცენზიისა და წილების იძულებით ჩამორთმევის საქმის მორიგი სასამართლო სხდომაზე, პროკურორმა განაცხადა, რომ დასაკითხ მოწმეთა შორის არიან ირაკლი ოქრუაშვილი, ნოტარიუსი ნუნუ გინტური, დიმიტრი ქიტოშვილი, როგორც კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ასევე დაიკითხება "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი.

დღევანდელ პროცესზე კი, შესავალი სიტყვა მხოლოდ ბრალდების მხარემ წარმოთქვა, ხოლო დაცვამ შესავალი სიტყვისთვის პროცესის გადადება მოითხოვა.



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე