ხმაური და შეძახილები სასტუმრო Rustaveli Boutique Hotel-ის გახსნაზე - არასამთავრობოები ნარმანიას გადადგომას მოითხოვენ

საქართველო, თბილისი - 16:19 | 25.08.2016
ნანახია: 1468

"არ გაქვს უფლება იყო მერი, შენ ხარ ივანიშვილის ხელდასმული პირი ამ თანამდებობაზე,"- ამ შეძახილებით თბილისის მერს დავით ნარმანიას სასტუმრო Rustaveli Boutique Hotel-ის გახსნაზე აქციის მონაწილეები დახვდნენ. 

აქციის მონაწილეები, ნარმანიას გადადგომას და  ბოდიშის მოხდას სთხოვენ. 

ეს მოთხოვნა გუშინდელ ინციდენტს უკავშირდება, როდეასც დავით ნარმანიამ  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ერთ-ერთ გარემოსდაცმველს "მაიმუნი ვირიშვილი" უწოდა. 

დედაქალაქის მერმა დღეს განცხადება გააავრცელა და საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე