დავით ნარმანია საზოგადოებას ბოდიშს უხდის

საქართველო, თბილისი - 15:12 | 25.08.2016
ნანახია: 1180

თბილისის მერი დავით ნარმანია გუშინ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის დროს მომხდარი ინციდენტის გამო ბოდიშს უხდის. 

ამის შესახებ დავით ნარმანია "ფეისბუქ" გვერდზე წერს. 

"მინდა გამოვეხმაურო მერიაში არასამთავრობოებთან გუშინდელი შეხვედრის დროს მომხდარ ინციდენტს, ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას და ჩემს ამომრჩეველს.
ბოლო ერთი კვირაა მერიის თანამშრომლების და ჩემს მიმართ ბევრი შეურაცხმყოფელი განცხადება მოვისმინეთ. გუშინ იყო საქმიანი შეხვედრა და გვსურდა, კონსტრუქციული დიალოგით და საქმიანი წინადადებებით მიგვეღწია შეთანხმებისთვის. თუმცა, ერთ-ერთმა აქტივისტმა სცადა შეხვედრის დესტრუქციულ რეჟიმში გადაყვანა. 
მე, როგორც თანამდებობის პირს, უნდა შემენარჩუნებინა სიმშვიდე და არ ავყოლოდი ემოციებს, ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო", - წერს დედაქალაქის მერი. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე