"რესპუბლიკელები" დავით ნარმანიას გადადგომისკენ მოუწოდებენ

საქართველო, თბილისი - 13:49 | 25.08.2016
ნანახია: 1194

საკრებულოს ფრაქცია "რესპუბლიკელები" დედაქალაქის მერს დავით ნარმანიას გადადგომისკენ მოუწოდებენ.

ფრაქციის თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით, ისინი მზად არიან შეუერთდნენ იმ ხელმოწერებსაც, რომელიც მისთვის უნდობლობის გამოცხადებას ეხება. 

სამნიძის თქმით, საჭიროა 24 დეპუტატის ხელმოწერა, რომლის შეგროვებაც საკრებულოს არსებული შემადგენლობის გათვალისწინებით ვერ მოხერხდება.

ხათუნა სამნიძეს მიაჩნია, რომ ქალაქის მერია იქცა დახურულ და არა ანგარიშვალდებულ ორგანო. 

"ამის მიზეზი მერიაში სხვადასხვა თანამდებობებზე უსაფრთხოების თანამშრომლების დანიშვნაა. ნარმანია იმსახურებს იმ კამპანიას, რომელიც მის წინააღმდეგ დაიწყო", - განაცხადა სამნიძემ. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე