177 დევნილ ოჯახს ქუთაისში საცხოვრებელი სახლები უსასყიდლოდ გადაეცემა

საქართველო, თბილისი - 10:55 | 24.08.2016
ნანახია: 1272

177 დევნილ ოჯახს ქუთაისში საცხოვრებელი სახლები უსასყიდლოდ გადაეცემა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

მისი თქმით, დევნილებს ფართები უკვე გადაეცათ მცხეთაში, ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ზესტაფონში, ხონსა და ხაშურში.

„ისინი უკვე საკუთარ ჭერქვეშ იცხოვრებენ. უნდა ვთქვათ, რომ 2012 წლის შემდეგ 12 500-მდე დევნილ ოჯახს გადავეცით საკუთრებაში საცხოვრებელი ფართი და ეს ვფიქრობთ, ძალიან კარგია. პროცესი გაგრძელდება. დევნილთა და განსახლების სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელობით. ეს არის ჩვენი მოვალეობა, რომ ჩვენი დევნილები უზრუნველვყოთ საცხოვრებლით“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე