ზურაბ პატარაძე ქედის მოსახლეობას შეხვდა

საქართველო, თბილისი - 10:14 | 24.08.2016
ნანახია: 1261

ქედის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების დათვალიერების შემდეგ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქედის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრის მიზანი ადგილობრივი მაცხოვრებლების პრობლემების შესახებ ინფორმაციის მიღება იყო.

მოსახლეობასთან შეხვედრისას გამოიკვეთა ისეთი პრობლემები, როგორებიცაა, მოახლოებული ზამთრის სეზონისათვის საშეშე მერქნის მომარაგება და ტყეებთან მისასვლელი გზების გაყვანა, გაზიფიკაცია, სტიქიის შედეგების რეაბილიტაცია, ხიდების მშენებლობა და ქედის რაიონში ახალი ტურისტული ცენტრების მოწყობა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რეგიონის ინტერნეტიზაცია და სხვა.

ზურაბ პატარაძემ ქედის მაცხოვრებლებს სოფლის მეურნეობის დარგში დაგეგმილი სიახლეებიც გააცნო. სოფლის მეურნეობის პროდუქტების ბირჟა, ხილის ევროპული სტანდარტებით შეფუთვა და სამაცივრე წარმოება, სასაკლაოების ხარჯების სახელმწიფოს მხრიდან სუფსიდირება - ეს ის ახალი პროექტია, რომელსაც აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტრო მთის მოსახლეობას სულ მალე შესთავაზებს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე