გიორგი ვოლსკიმ მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

საქართველო, თბილისი - 10:55 | 23.08.2016
ნანახია: 1232

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი ვოლსკიმ, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.

 ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა საარჩევნო კამპანია პრობლემური უბნების მაცხოვრებლებთან შეხვედრით დაიწყო. იგი დღეს აჭარის 10 ნომერში მცხოვრებ დევნილ და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას შეხვდა. აღნიშნული მისამართზე 195 ოჯახი ცხოვრობს.

მაჟორიტარობის კანდიდატმა მიმდინარე პრობლემების შესახებ, პოლიტიკურ განვითარებასა და პარტია „ქართული ოცნების“ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. პასუხი გასცა მოსახლეობის მხრიდან დასმულ შეკითხვებს სოციალური პროგრამების განხორციელებისა და 2017 წლის ბიუჯეტში დევნილთა დახმარების გათვალისწინების შესახებ.

 „თქვენ, ჩუღურეთელებს, ჩემი და ქალბატონი რიმა ბერაძის სახით, გეყოლებათ ორი ერთგული წარმომადგენელი ქვეყნის პარლამენტსა და დედაქალაქის საკრებულოში. ჩვენ არ გავცემთ უსაფუძვლო დაპირებებს. დაპირებები იქნება მხოლოდ საქმიანი, რომელსაც მოყვება რეალური შედეგი”,-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე