კახი კალაძე: მნიშვნლეოვანია, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა

საქართველო, თბილისი - 15:20 | 22.08.2016
ნანახია: 1691

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე სუს-ს ტერაქტის მზადების აღკვეთისთვის მადლობას უხდის.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა.

„მადლობა უსაფრთხოების სამსახურს, მის ხელმძღვანელობას, ყველა იმ ადამიანს, ვინც  ეს მართლაც მძიმე ფაქტი აღკვეთა. სახელმწიფოსთვის, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის მნიშვნლეოვანია, რომ  ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და შესაბამისი სამსახურები და სახელმწიფო ამისთვის ყველაფერს გააკეთებს. დარწმუნებული ვარ, გამოძიება გაგრძელდება და აუცილებლად დადგინდება, თუ ვის მიერ იყო ეს დაკვეთა განხორციელებული“, - განაცხადა კახი კალაძემ. 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე