”Bridgestone Black Sea Cup-2016”-ს მრბოლელებმა შსს-ს კამპანიის - ”შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის” ლოგოთი იასპარეზეს

საქართველო, თბილისი - 15:06 | 22.08.2016
ნანახია: 1665

შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ბათუმის მერიის მხარდაჭერით, ბათუმში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოში ყველაზე მასშტაბური ავტორბოლა - „Bridgestone Black Sea Cup-2016“ გაიმართა, რომელიც კომპანიებმა -„თეგეტა მოტორსი “ და „ბრიჯსთოუნი“ წარმოადგინეს.
შეჯიბრება „ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასი“ წრიული რბოლის სახით ჩატარდა, რომელშიც GTCC კლასის ავტომობილებმა მიიღეს მონაწილეობა. მრბოლელებმა თავიანთ სარბოლო ავტომანქანებზე შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში დამზადებული სტიკერები განათავსეს. ღონისძიების დასასრულს, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსმა დავით მამულაშვილმა ნომინაციაში - „ყველაზე კანონმორჩილი მძღოლი“ გამარჯვებული სპეციალური პრიზით დააჯილდოვა.



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე