პაატა ბურჭულაძის პარტია მერაბ მეტრეველმა დატოვა

საქართველო, თბილისი - 13:16 | 22.08.2016
ნანახია: 2528

პაატა ბურჭულაძის პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ მერაბ მეტრეველმა დატოვა.

„დავტოვე პარტია, მინდა წარმატება ვუსურვო მათ. პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება მივიღე, რადგან ეს იყო ახალი ძალა. მივდიოდი ახალ ძალასთან სათანამშრომლოდ. მართალია, პოლიტიკაში ხდება ყველაფერი, შერწყმა, გაერთიანება, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ჩემთვის იყო მიუღებელი”, - განაცხადა მერაბ მეტრეველმა.

მისივე თქმით, სხვა პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობას არ აპირებს. 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე