გიორგი კვირიკაშვილმა გარდაბანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა
საქართველო, თბილისი - 19:12 | 20.08.2016 ნანახია: 1328
მიუხედავად ჩვენი ეროვნებისა, ჩვენი რელიგიური კუთვნილებისა, საქართველოს ყველა მოქალაქე უნდა დადგეს ერთად, რათა მომავალი 4 წლის განმავლობაში მოვიტანოთ მნიშვნელოვანი, შეუქცევადი ცვლილებები ჩვენი ქვეყნის განვითარებაში,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გარდაბანში, მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე. გიორგი კვირიკაშვილმა “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მხარდამჭერებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი-სავალან მირზოევი წარუდგინა და ქვეყნის მომავალი განვითარების გეგმა გააცნო. მთავრობის მეთაურის განცხადებით, გასული 4 წლის მანძილზე ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის, სოფლის მეურნეობისა და წარმოების განვითარების კუთხით. მისივე განმარტებით, ამოქმედდა სახელმწიფო პროგრამები, რომლით სარგებლობა ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია. “საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ უფრო მეტი ადამიანი დასაქმდეს და ერთხელ და სამუდამოდ აღმოვფხრათ უმუშევრობა ჩვენს ქვეყანაში. ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენ ასევე გადავდგით სწორი ნაბიჯები საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. ერთის მმხრივ კიდევ უფრო დავუახლოვდით დასავლეთს და მეორე მხრივ ჩვენს სამეზობლოში განვახორციელეთ სწორი, პრაგმატული პოლიტიკა, რითიც შევძელით მიგვეღწია სტაბილურობისთვის,”-აღნიშნა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მმართველ ძალას ქვეყნის მომავალი განვითარების კონკრეტული გეგმა გააჩნია, რის განხორციელებასაც “ქართული ოცნების” კვალიფიციური გუნდი შეძლებს. “იმ მიზნით, რომ თითოეული თქვენგანის ოჯახში მოვიდეს კეთილდღეობა, ჩვენ გვყავს ყველაზე კვალიფიციური გუნდი წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტისთვის… მინდა მოგიწოდოთ, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ. დღეს არის სწორი იდეალების, განვითარების გეგმის გარშემო მთელი ქვეყნის გაერთიანების დრო,”-განაცხადა პრემიერმა გარდაბნის მოსახლეობასთან შეხვედრისას.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გარდაბნის მოსახლეობასთან სიტყვით გამოსვლისას ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.
„პირველ რიგში, მინდა მადლობა მოგახსენოთ თითოეულ თქვენთაგანს. მადლობა იმ ბრძოლისთვის, რომელიც ჩვენ, ყველამ ერთად გამოვიარეთ. თქვენ ყოველთვის იდექით იქ, სადაც სჭირდებოდა ქვეყანას, სჭირდებოდა ხალხს და დღესაც იქ დგახართ.ამ 4 წლის განმავლობაში უამრავი პროექტები განხორციელდა- ეს იყო ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის თუ ინფრასტრუქტურული პროექტები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის და ჩვენ თვითკმაყოფილები ვართ. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს დღეს ქვეყნის მოქალაქეებს, რომელიც არსებობს ქვეყანაში და სწორედ პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“ გახლავთ ერთადერთი ძალა, განახლებული გუნდით, ძველ სახეებთან ერთად, რომელსაც ყავს ძლიერი, საქმის კეთებაზე ორიენტირებული ლიდერი გიორგი კვირიკაშვილის სახით. ჩვენ გპირდებით, რომ ყველა იმ პრობლემას მოვაგვარებთ, რომელიც აწუხებს დღეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. რა თქმა უნდა, თქვენთან ერთად, თქვენი მხარში დგომით და ჩვენი ერთსულოვნებით. მე მინდა წარმატებები გისურვოთ ყველას და დარწმუნებული ვარ 8 ოქტომბერს ვიზეიმებთ იმ დიდ გამარჯვებას, რასაც „ქართული ოცნების“ წარმატება ჰქვია და ეს იქნება ჩვენი ქვეყნის, თითოეული მოქალაქის გამარჯვება, რადგან პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვება პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის კეთილდღეობასთან“,-აღნიშნა კახა კალაძემ.
გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სავალან მირზოევმა სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრსა და „ქართული ოცნების“ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
„დღეს ჩემი ხალხის წინაშე გამოსვლისას ამაყი ვარ იმიტომ, რომ წარმოვადგენ იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელმაც ოთხი წლის წინ სერიოზული ცვლილებები შემოიტანა ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი მოსახლეობის ცხოვრების დონის განვითარებაში. ამიტომ, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გუნდის ხელმძღვანელობას, თავად გუნდს. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი გვერდში დგომით, ამომრჩევლების დახმარებით, უფრო მეტს მივაღწევთ, უფრო მეტს გავაკეთებთ ხალხისთვის, ქვეყნისთვის. აქვე მინდა გითხრათ, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტის ინვესტიცია განხორციელდა. კერძოდ, გარდაბანში, თბოელექტროსადგურში 230 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. ასევე, სასათბურე კომპლექსში განხორციელებული სამუშაობის ღირებულებამ 50 მილიონს გადააჭარბა“,-განაცხადა სავალან მირზოევმა.
პოლიტიკა
- საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების მაქსიმალური რაოდენობა არის 257 000, ბინადრობის ნებართვა გაცემულია 164 ქვეყნის 107 307 მოქალაქეზე - ირაკლი კობახიძე
- ჩვეულებრივი ამბავია, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, შეიძლება, ყოფილი მინისტრიც იყოს დაბარებული - გია ვოლსკი ლევან დავითაშვილზე
- დასახიჩრებულ ადამიანებზე როდესაც საუბრობთ, ენა როგორ გიბრუნდებათ, როდესაც წარმოადგენთ გახარიას, ამ მატყუარა, მშიშარა კაცის გუნდს?! მისი ბრძანებით, ვნახეთ, რა მოხდა 20 ივნისს - ირაკლი კირცხალია შალვა კერესელიძეს
- გაათავისუფლეთ უსამართლოდ დაკავებული ახალგაზრდები, რომლებიც თქვენს მხარდამჭერებსაც კი ხინჯად აქვთ გულში გაჩხერილი - ფრაქცია „საქართველოსთვის“ პარლამენტს „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს წარუდგენს
საზოგადოება
- „თეგეტა“ „კავკასიის მედიცინის ცენტრთან“ პარტნიორობით თანამშრომლებისთვის ჯანმრთელობის პროგრამას იწყებს
- ახალგაზრდები მწვანე მომავლისთვის - „თეგეტა გრინ პლანეტის“ მხარდაჭერით ზამთრის ბანაკი გაიმართა
- 14-15 თებერვალს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ხოლო 16 თებერვალს გამოიდარებს
- „თეგეტამ“ BARTA 2025-ის საპატიო ჯილდო მიიღო
სამართალი
- პროკურატურა: ე.წ. ქოლცენტრების, თაღლითობისა და ფულის გათეთრების საქმეზე დაკავებულია ელისო კილაძე. ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება ოთარ ფარცხალაძეს
- ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავეს, ერთ-ერთი პოლიციელს მანქანით განზრახ დაეჯახა
- პროკურატურამ არასრულწლოვნის მიმართ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავა
- ოთარ ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სასით პატიმრობა შეეფარდა
მსოფლიო
- აშშ-ის პრეზიდენტი გამუდმებით ამბობს, რომ ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა ჰყავთ, თუმცა ამ ძალას ზოგჯერ შეიძლება იმდენად ძლიერი დარტყმა მიაყენონ, ვეღარ აღდგეს - აიათოლა ალი ხამენეი
- მოსკოვის სასამართლომ ჟურნალისტ ეკატერინე კოტრიკაძეს რვა წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა
- დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ აშშ მხარს დაუჭერს ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამის წინააღმდეგ ისრაელის დარტყმებს - მედია
- ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Volvo Cars EMEA - „ვოლვო ქარ კავკასიამ“ პრესტიჟულ ბიზნესკონფერენციას საქართველოში პირველად უმასპინძლა
- „თეგეტა“ აზერბაიჯანის სამელიორაციო სისტემების მოდერნიზებისთვის - მეზობელ სახელმწიფოს ჰოლდინგმა JCB-ს ტექნიკა მიაწოდა
- Porsche, Bentley, Lamborghini - პრემიუმ ბრენდების მარკეტინგის მიმართულებას საქართველოში თათო ხოსროშვილი უხელმძღვანელებს
- Porsche, Bentley, Lamborghini - პრემიუმ ბრენდების მარკეტინგის მიმართულებას საქართველოში თათო ხოსროშვილი უხელმძღვანელებს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















