Washington Post: თურქეთს, აშშ-ისთვის სამხედრო ამბოხებასთან გიულენის კავშირის შესახებ მტკიცებულებები არ წარუდგენია

საქართველო, თბილისი - 12:01 | 20.08.2016
ნანახია: 1687

თურქეთის მიერ ფეთჰულაჰ გიულენის გადმოცემასთან დაკავშირებით გადმოგზავნილ მტკიცებულებებს გადატრიალების მცდელობასთან არანაირი კავშირი არა აქვს. ამის შესახებ იბფორმაციას Washington Post-ი ავრცელებს.

როგორც გაზეთი აშშ-ს ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იტყობინება, თურქეთის მიერ გიულენის გადაცემასთან დაკავშირებით გადმოგზავნილი მტკიცებულებები გადატრიალების მცდელობამდე სავარაუდო ბრალდებებთან დაკავშირებით გადმოგზავნილი დოკუმენტებია.

″თურქეთის ხელისუფლებას, გადატრიალების მცდელობის მოწყობაში გიულენის ბრალეულობის დამამტკიცებელი დოკუმენტაცია არ გამოუგზავნია″, - განაცხადა აშშ-ს მაღალჩინოსანმა.

″აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის თურქეთში დაგეგმილი ვიზიტისთვის მოსამზადებლად გადმოგზავნილი მტკიცებულებები გამოიკვლიეს, რათა ბაიდენს საკითხთან დაკავშიებით დასმულ კითხვებზე პასუხი გაეცა″, - წერს გაზეთი და იმასაც ხაზს უსვამს, რომ გიულენის გადაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს, რასაც შეიძლება წლები დასჭირდეს.



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე