ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია

საქართველო, თბილისი - 00:30 | 20.08.2016
ნანახია: 2668

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია. რიოს ოლიმპიურ თამაშებზე 57 კგ წონით კატეგორიაში თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ფინალში იაპონელი ჰიგუჩი რეი დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ფინალამდე ქართველმა მოჭიდავემ ყაზახ, აზერბაიჯანელ და ბულგარელ სპორტსმენებს სძლია.

ხინჩეგაშვილმა მერვედფინალში ნურისლამ სანაიევი 4:3, მეოთხედფინალში ჰაჯი ალიევი 5:3 და ნახევარფინალში ვლადიმირ დუბოვი 8:4 დაამარაცხა.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა  რიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს მეორე ოქროს მედალი შესძინა.

ქართულ დელეგაციას 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი აქვს. 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე