ნანა ყეინიშვილმა „ქართული ოცნება“ დატოვა - ამაყი ვარ, რომ წამოვედი "ქართული ოცნებიდან“

საქართველო, თბილისი - 14:38 | 19.08.2016
ნანახია: 1555

ნანა ყეინიშვილმა პარტია „ქართული ოცნება“ დატოვა. ამის შესახებ ნანა ყეინიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

ყეინიშვილის განცხადებით, ის პარტია „ჩვენებს“ შეუერთდა.  

„ნანა ყეინიშვილი აღარ არის პარტია „ქართული ოცნების“ წევრი. პარტია დავტოვე და პარტია „ჩვენებს“ შევუერთდი. საპარლამენტო არჩევნებში ნანა ყეინიშვილი გამოვა პარტია „ჩვენებით“. ამაყი ვარ, რომ წამოვედი "ქართული ოცნებიდან“, - აღნიშნა ყეინიშვილმა.

მისივე თქმით, წამოსვლის გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ მაჟორიტარების წარდგენის შემდეგ მიმიღო.

როგორც ყეინიშვილი განმარტავს, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრები არიან.  

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე