ნუგზარ წიკლაური სოფლის მოსახლეობას შეხვდა

საქართველო, თბილისი - 14:25 | 19.08.2016
ნანახია: 1636

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნუგზარ წიკლაური სოფლებში -საცხენისი, ახალსოფელსა და მუხროვანში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივებს შეხდვა და აქ არსებულ მდგომარეობას გაეცნო.

სოფლების ძირითად პრობლემას სასმელი და სარწყავი წყლების მოუწესრიგებლობა წარმოადგენს. ასევე, აქ არ არის გარე განათება.

სოფელ მუხროვანში ამ დრომდე არ არის მიმანიშნებელი ტრაფარეტი. საცხენისსა და ახალსოფელში კი ამორტიზირებულია და ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ არსებობს გზები.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე