Scorpions-ის კონცერტზე დასწრების მსურველებისთვის 20 აგვისტოს, თბილისიდან ურეკში დამატებითი მატარებელი დაინიშნა

საქართველო, თბილისი - 11:51 | 19.08.2016
ნანახია: 1852

Black Sea Arena -ზე ჯგუფ Scorpions-ის კონცერტზე დასწრების მსურველებისთვის 20 აგვისტოს, თბილისიდან ურეკში დამატებითი მატარებელი დაინიშნა. ოთხვაგონიანი ელექტრომატარებელი მგზავრებს ორივე მიმართულებით გადაიყვანს.

"მატარებელი თბილისის რკინიგზის ცენტრალური სადგურიდან 10:25 საათზე გავა და ურეკში 5 საათზე ნაკლებ დროში ჩავა. მატარებელი თბილისში ღამის 02:00 საათზე დაბრუნდება. აღნიშნულ მატარებლებს გაჩერებები ქობულეთსა და ბათუმშიც ექნებათ", - განაცხადეს "საქართველოს რკინიგზაში".

Scorpions -ის კონცერტისთვის Black Sea Arena-ზე მთლიანად შეიცვალა სცენის კონსტრუქცია, არენას მენეჯერის დიმიტრი ბერიძის თქმით, ჯგუფის წერვების მოთხოვნით, სცენა ღრმად იჭრება მაყურებლებში.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე