ზაზა ნადირაძე რიოს ოლიმპიადაზე ნახევარფინალში გავიდა

საქართველო, თბილისი - 17:28 | 17.08.2016
ნანახია: 1841

ქართველი ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე რიოს ოლიმპიადაზე ნახევარფინალში გავიდა. ნადირაძემ კანოეთი 200 მეტრიან სპრინტში იასპარეზა და 7-კაციან ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავა, რაც ნახევარფინალის საგზურის მოსაპოვებლად საკმარისი შედეგია. ნადირაძემ დისტანცია 41.423 წამში დაფარა.

ნახევარფინალური შეხვედრა 17:40 დან დაიწყება. ნადირაძესთან ერთად ნახევარფინალში არიან გერმანელი სტეფან კირაი, პორტუგალიელი ჰელდერ სილვა, უნგრელი ჯონათან ჰაიდუ, აზერბაიჯანის წარმომადგენელი ვალენტინ დემიანენკო, უკრაინელი იური ჩებანი და კანადელი მარკ ოლდერშეი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე