დიდუბეში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 18:27 | 16.08.2016
ნანახია: 1176

 

დიდუბის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს.

 

თევდორე მღვდლის ქუჩა N5-სა და  აგლაძის ქუჩა N39-ში ამ ეტაპზე დაზიანებული ასფალტის დემონტაჟი მიმდინარეობს, ხოლო ამის შემდგომ ასფალტის ახალი საფარი დაიგება.

 

ლუბლიანას ქუჩა N11-ში კი კონტრაქტორი კომპანია ასფალტის საფარს აგებს. ლუბლიანას ქუჩაზე ასევე ეწყობა მოსასვენებელი სკვერი, სადაც ამ ეტაპზე დეკორატიული ფილების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ მისამართზე დიდუბის რაიონის გამგეობამ, ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობისათვის,სპორტული მოედანი და სავარჯიშო ტრენაჟორიმოაწყო.

 

საგზაო ინფრასტრუქურის მოწესრიგება უკვე დასრულდა დიღმის მასივის მე-3 კვარტლის 33-ე კორპუსსა და ვანის ქუჩა N4-ში. მოწესრიგდა სამანქანო გზა, ბორდიურები და ტროტუარები.

 

დიდუბის რაიონში ყველა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ სპეციალისტისა და დიდუბის რაიონის თანამშრომლების მეთვალყურეობით მიმდინარეობს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე