„სამწუხაროა, რომ ქართულმა ოცნებამ ამდენი არაკვალიფიკაციური კანდიდატი წარადგინა" - ნიკა მელია

საქართველო, თბილისი - 13:27 | 16.08.2016
ნანახია: 1381

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლისა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ ნიკა მელიას განცხადებით, ქართულმა ოცნებამ თბილისში კვალიფიკაციით შეუსაბამო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

„სამწუხაროა, რომ "ქართულმა ოცნებამ" ამდენი არაკვალიფიკაციური კანდიდატი წარადგინა. რომელი ერთი ჩამოვთვალოთ, მაგალითად მიხეილ ყაველაშვილი, ფეხბურთელი რომელიც რამდენიმე თვის წინ ფეხბრუთის ფედერაციაში პრეზიდენტის არჩევნების დროს ვერ დაარეგისტრირეს კანდიდატად, ვინაიდან მას უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ ჰქონდა. თუ  ფეხბურთში და ფეხბურთის მართვას სჭირდება უმაღლესი განათლება,  ქვეყნის მართვას არ სჭირდება?! ეს არის თბილისის და მოსახლეობის დაცივნა.

ასევე, აღსანიშნავია კობიაშვილი, რომელიც ყველამ იცის რა მეთოდების გამოყენებით გახდა ფედერაციის პრეზიდენტი.  ასეთი ადამიანებით "ქართული ოცნება" აუფასურებს პარლამენტარიზმის არსს.

სწორედ ესაა მიზეზი, თუ რატომ აქვს მოსახლეობის დიდ ნაწილს  ხვალინდელი დღის რწმენა დაკარგული.

დარწმუნებული ვარ ჩვენი მოსახლეობა 8 ოქტომბერს საარჩევნო ყუთებთან სწორ არჩევანს გააკეთებს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე