სიღნაღში ავტოავარიას 5 წლის გოგონა ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 17:18 | 15.08.2016
ნანახია: 1392

სიღნაღის რაიონის სოფელ ზემო ბოდბეში BMW-ს მარკის ავტომანქანა 5 წლის გოგონას დაეჯახა. მცირეწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ბავშვი გზაზე გადადიოდა. ავტომობილის მძღოლი ახალგაზრდა მამაკაცია.

ადგილობრივს ტერიტორია არ დაუტოვებია.

საზარელი შემთხვევის შესახებ ინფორმაცია "ნიუპოსტს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცლის მოსპობა გამოიწვია


სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე