ბიუროს სხდომა კვორუმის უქონლობის გამო ვერ შედგა

საქართველო, თბილისი - 15:47 | 15.08.2016
ნანახია: 1321

პარლამენტის ბიუროს სხდომა კვორუმის უქონლობის გამო ვერ შედგა. ბიუროს სხდომის ჩასატარებლად 17 დეპუტატის დასწრება იყო საჭირო, თუმცა სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარის ჩათვლით, მხოლოდ 9 დეპუტატი - "რესპუბლუკელების", "თავისუფალი დემოკრატების", "ეროვნული ფორუმის" და "მრეწველების" წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ბიუროს სხდომაზე დასასწრებად არ გამოჩენილან "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ბიუროს სხდომა 17 აგვისტოს, 15:00 საათზე ჩაინიშნა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე